როგორ მოვამზადოთ ბაჟე - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბაჟე

 

ნიგოზი გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ნიგოზს დავუმატოთ მცირეოდენი მარილი და ერთი სუფრის კოვზი გადადუღებული წყალი. ვზილოთ ნიგვზის მასა ზეთის გამოხდამდე.

 

ზეთი გადავიღოთ ცალკე ჭურჭელში.

 

ნიგოზი, სანელებლები და ნიორი მოვათავსოთ ჭურჭელში და დავაბლენდეროთ. დავამატოთ მარილი და წითელი წიწაკა.

 

თუ ნიგვზის სოუსი არ გამოვიდა ერთგვაროვანი მასის, გაატარეთ ის საცერში.

 

ბაჟე მოათავსეთ საწებლის ჭურჭელში და მოასხით ზედ რამდენიმე წვეთი ნივზის ზეთი.

 

ბაჟე შეგიძლიათ მოასხათ თევზს, ქათამს ან ღომს.