როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნიგვზით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნიგვზით

ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით გრძელ ნაჭრებათ. წაუსვით მარილი, ცოტა ხანს გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ და შეწვით ტაფაზე, ზეთში, ორივე მხრიდან.

ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ხახვი და მწვანე წიწაკა წვრილად დაჭერით, მწვანილი დანაყეთ მარილთან ერთად, ან დაკეპეთ წვრილად. ნიგოზი ხელით გადაზილეთ, დაამატეთ ხახვი, მწვანილი, სუნელები, მარილი, წიწაკა და დაასხით ძმარი, კვლავ გადაზილეთ. თუ ნიგვზის მასა გამოვიდა მშრალი, დაუმატეთ ცოტაოდენი გადადუღებული წყალი.

ბადრიჯნებს წაუსვით ნიგვზის მასა და დაახვიეთ რულეტებად.

მორთეთ ბროწეულის მარცვლებთ.