როგორ დავიცვათ თავი ქუჩაში ავი ძაღლისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი ქუჩაში ავი ძაღლისგან

 

თუ გაქვთ მცირედი შანსიც კი, რომ არიდოთ გაღიზიანებულ ძაღლს თავი , მაშინ გირჩევთ გამოიყენოთ ის. აუარეთ მას გვერდი რამდენადაც მოახერხებთ ამას.

 

იმ შემთვევაში თუ თქვენ ვერ ახერხებთ პირველი პუნქტის შესრულებას მაშინ გირჩევთ შემდეგს, გაიხადეთ მაისური, ასევე შეგიძლიათ რამე ნივთი რაც ძალიან ძვირფასი არ არის თქვენთვის გაუწოდეთ ძაღლს, თითქოს ამ ნივთის საშუალებით იცავთ თავს, ძაღლი უპირველეს ყოვლისა უკბენს თქვენს მიერ გაწოდებულ ნივთს ასე, რომ თავიდან აიცილებთ კბენას სხეულზე, ამასობაში იჩქარეთ და ძაღლს მთელი ღონით, ხელით ან უკეთესია ფეხით მოარტყით ცხირში. ამით ის მიხვდება თუ ვინ არის შედარებით ძლიერი და გაგერიდებათ. არ შეგეშინდეთ! აქვე ყველას გთხოვთ, ეს რჩევა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს იცავთ ძაღლისგან და სხვა გზა არ გაქვთ. ყველა სხვა შემთხვევაში მოგიწოდებთ ძაღლს ზიანი არ მიაყენოთ.

 

თუ ძაღლი არ არის გაწვრთნილი , ან "დვარნიაშკაა" ჯობს აიღოთ რამე სხვა ნივთი, ჯოხი ან მატერიის რამე ნაჭერი, ასევე გამოგადგებათ ქუდი, თუ ის გასაჭირის მომენტში თან გაქვთ. დაელოდეთ როდის შემოგიტევთ ძაღლი და შეეცადეთ ქუდი მოუთავსოთ პირში. როგორც კი გარეშე საგანი აღმოჩნდება ძაღლის პირში ის ინსტინქტურად პირს დახურავს და ნაკლებად სახიფათო გახდება თქვენთვის. მას შემდეგ რაც ძაღლს ექნება დამუწული პირი გირჩევთ ქუდი ან ის ნივთი რაც იქნება მის პირში იმ მომენტში ზემოთ-ქვემოთ ამოძრაოთ და ამ მომენტში დაარტყათ მუცელში.

 

თუ თქვენ ყველაფერი იღონეთ და მაინც ვერ მოახერხეთ დაგეცვათ თავი ძაღლისგან და მან მოახერხა თქვენი კბენა, დამშვიდდით არ აღელდეთ და მიყევით შემდეგ ინსტრუქციებს : როგორ მოვიქცეთ თუ გვიკბინა ძაღლმა