როგორ მოვიქცეთ თერმომეტრის გატეხვის შემთხვევაში
სიცხის საზომი თერმომეტრის გატეხვისას, მასში მოთავსებული ვერცხლისწყალი ბურთულების სახით ცვივა გატეხვის მიმდებარე ადგილას. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ გარშემომყოფების მოწამვლა, აუცილებლად რაც შეიძლება საჩქროდ გაიყვანეთ ოთახიდან ყველა და გახსენით ფანჯრები.
პირველი საფეხურის შესრულების შემდეგ, სახეზე აიფარეთ ერთჯერადი ნიღაბი, თუ არ გაქვთ გამოგადგებათ ბამბა ან ბინტი, რომელიც საჭიროა დასველებული იყოს სოდიან ხსნარში, სოდის არ ქონის შემთხვევაში უბრალო წყალში დაასველეთ. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ფეხზე კი პოლიეთილენის პარკი ამოიცვით. ასევე დაგჭირდებათ ფუჯი.