როგორ ვუმკურნალოთ მენოპაუზას (კლიმაქსს) ვარჯიშებით (ქალებისთვის)
ვარჯიში 1 საწყისი მდგომარეობა: წევხართ სწორ, მაგარ ზედაპირზე; ხელები - ტანის გასწვრივაა, ფეხები - მოხრილი; გაშალეთ ორივე ფეხი და ასწიეთ ისე, რომ ტანთან მიმართებაში იყოს 15 გრადუსით; დაჭიმეთ ტერფები და გადაწიეთ წინ; შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 4-5-ჯერ.
ვარჯიში 2 საწყისი მდგომარეობა: დგახართ მუხლებზე, ორივე ხელი გადაჭდობილი გაქვთ კისერთან (უკან); გასწორდით, შემდეგ დაიხარეთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ ისე, რომ დახრისას მთელი ტანი იყოს მოძრაობაში; შეასრულეთ ასეთი დახრა 7-10-ჯერ თითოეულ მხარეს.