როგორ დავგეგმოთ და განვავითაროთ ახალი პროდუქტი
იდეების განვითარება ყველა პროდუქტი იწყება რაღაც იდეიდან. ერთი წარმატებული პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა 60–70 იდეის დამუშავება. იდეას სჭირდება ეკონომიკური, კომერციული არგუმენტაცია. ახალი პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა: > იდეების განვითარება; > იდეების გაფილტვრა; > პროექტის დაგეგმა; > პროდუქტის განვითარება; > ბაზრის შესწავლა; > ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოტანა/გაყიდვა.
იდეების გაფილტვრა იდეების გაფილტვრა მოიცავს ისეთი იდეების გამორიცხვას, რომლებიც კომპანიისათვის მომგებიანი ვერ იქნება და შემდგომში უკვე ეფექტური იდეების გატარებას. ახალი პროდუქტის იდეების აღმოფხვრა შეიძლება მოხდეს შემდეგი მიზეზებით: იდეა არის კომპანიის ინტერესების მიღმა, მისი განხორციელებისათვის კომპანიას არ გააჩნია შესაბამისი რესურსები და ტექნოლოგია. ზოგადად, ორგანიზაციამ გადაწყვეტილების მიღებამდე იდეების გაფილტვრის პროცესში უნდა გაითვალისწინოს რისკის სამი კატეგორია. > სტრატეგიული რისკი (Strategic risk) – როდესაც ახალი პროდუქტის მიზანი და როლი არ შეესაბამება ორგანიზაციის სპეციფიკურ მოთხოვნებს. > საბაზრო რისკი (Market risk) – როდესაც არსებობს საშიშროება იმისა, რომ ახალი პროდუქტი არ დააკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. ვითარდება ახალი პროდუქტები, სამომხმარებლო მოთხოვნებიც შესაბამისად იცვლება და ვითარდება ახალი ტექნოლოგიები; > შიდა რისკი (Internal risk) – როდესაც ახალი პროდუქტის განვითარება არ მიმდინარეობს გაწერილ დროსა და ბუჯეტში.