როგორ ვიმკურნალოთ ღრძილებზე (ხალხური მედიცინა)
ცოტაოდენი პიტნისა და ჟოლოს დაქუცმცებულ ფოთლებს დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და 3 დღე გააჩერეთ. ნაყენი გადაწურეთ. ამ სითხეს ივლებენ პირის ღრუში ღრძილების გასამაგრებლად და ანთებითი კერების ჩასაქრობად.
სალს ბევრი ინახავს ოჯახში. წამოადუღეთ 1 სუფრის კოვზი ბალახი 1 ჩაის ჭიქა წყალში; ნახარში გადაწურეთ და თბილ-თბილი გამოივლეთ პირში. ეს პროცედურა ნახევარი საათის განმავლობაში 4-5 ჯერ გაიმეორეთ.