რომელი სამზარეულო მოგწონთ ყველაზე მეტად? ფსიქოლოგიური ტესტი სულიერ მდგომარეობასა და შფოთვის დონეზე - rogor.ge

რომელი სამზარეულო მოგწონთ ყველაზე მეტად? ფსიქოლოგიური ტესტი სულიერ მდგომარეობასა და შფოთვის დონეზე

სამზარეულო №1

თქვენ ხართ გაწონასწორებული და ორგანიზებული პიროვნება, რომელსაც როგორც სახლში, ისე გონებაში ყველაფერი თაროებზე აქვს დალაგებული. გიყვართ დღის მკაფიო განრიგი და გულწრფელად გწყინთ, როდესაც ის ირღვევა. აფასებთ პირად სივრცეს - ქაოსი და ხმაური ძალიან სწრაფად გღლით. თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გქონდეთ შესაძლებლობა, პერიოდულად განმარტოვდეთ და დაისვენოთ ყოველდღიური ამბებისგან.

სამზარეულო №2

თქვენ ხართ სიცოცხლისმოყვარე, ცნობისმოყვარე ადამიანი, რომელიც გულწრფელად ინტერესდება გარშემომყოფი სამყაროთი. ღია აზროვნება საშუალებას გაძლევთ, ადვილად მიიღოთ სიახლეები და იაზროვნოთ სტერეოტიპების გარეშე. ეს არჩევანი მიუთითებს თქვენს შინაგან სიმტკიცეზე - თქვენ არ კარგავთ იმედს და არ ვარდებით სასოწარკვეთილებაში ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი.

სამზარეულო №3

ასეთ არჩევანს აკეთებენ დაფიქრებული, ღრმა ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითანალიზისკენ. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ხართ, თუმცა მაინც ახერხებთ დასვენებისთვის დროის გამოყოფას. გაცილებით კომფორტულად გრძნობთ თავს ახლობლების ვიწრო წრეში, ვიდრე ხმაურიან კომპანიებში. თქვენი სულიერი მდგომარეობა ხშირად მერყეობს საკუთარ ნაბიჯებში ეჭვის შეტანასა და ახალი მწვერვალების დაპყრობის მზაობას შორის.

სამზარეულო №4

თქვენ გამოგარჩევთ დახვეწილი გემოვნება და აფასებთ მაღალი ხარისხის ნივთებს. თქვენს ხასიათში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ძველი ტრადიციებისადმი ერთგულება და სიახლეების გამოცდის მზაობა. თანდაყოლილი პერფექციონიზმი და შრომისმოყვარეობა გიბიძგებთ, ნებისმიერი საქმე სრულყოფილებამდე მიიყვანოთ. თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილი ხართ გაწეული ძალისხმევით.

სამზარეულო №5

ამ ვარიანტს ირჩევენ პასუხისმგებლობიანი, გულთბილი ადამიანები, რომლებიც ძლიერ არიან მიჯაჭვულნი ოჯახსა და ახლობლებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მგრძნობიარე და ემოციური ხართ, შინაგანად დიდ სულიერ ძალას ფლობთ. ტესტი მიუთითებს თქვენს მუდმივ შფოთვასა და დარდზე ახლობელ ადამიანებზე - ხშირად უფრო მეტად ზრუნავთ სხვების ბედნიერებაზე, ვიდრე საკუთარზე.