ხრაშუნა საზაფხულო ღვეზელი გარგარითა და ხაჭოთი ლავაშში - სწრაფი რეცეპტი
ხაჭოსა და გარგარის მომზადება
ხაჭოს კრემი: თასში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი, ვანილის შაქარი და 1 კვერცხი. კარგად ათქვიფეთ ბლენდერით ან ჩანგლით დასრისეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი და კრემისებრი არ გახდება.
გარგარი: გარეცხეთ გარგარი, გაამშრალეთ, გამოაცალეთ კურკები და დაჭერით პატარა კუბიკებად ან თხელ ნაჭრებად.
ღვეზელის აწყობა
გაშალეთ ლავაშის ფირფიტა სუფთა ზედაპირზე. ფუნჯით მსუბუქად გადაუსვით გამდნარი კარაქი (ეს ლავაშს ელასტიკურობას მისცემს, რომ არ დაიხეს, ცხობისას კი ხრაშუნა ქერქს გაუკეთებს).

ლავაშის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ ხაჭოს კრემი, თუმცა კიდეებზე 2-3 სანტიმეტრი თავისუფალი დატოვეთ.
ხაჭოს ფენას ზემოდან თანაბრად მოაყარეთ დაჭრილი გარგარი.

გადახვევა და გამოცხობა
ლავაშის გვერდითა კიდეები შიგნით შემოკეცეთ (რომ შიგთავსი არ გადმოვიდეს) და ფრთხილად გადაახვიეთ მჭიდრო რულეტისებრად.

გადაიტანეთ რულეტი საცხობ ქაღალდ დაფენილ ლანგარზე (ჟარონაზე). ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული (ოქროსფერი პრიალა ფერისთვის). მოაყარეთ სეზამის თესლი.
გამოაცხვეთ 180°C-ზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ლავაში კარგად არ დაიბრაწება და ხრაშუნა გახდება.

💡 საიდუმლო ხრიკი: თუ ღუმლის ჩართვა საერთოდ არ გსურთ სიცხეში, ეს ღვეზელი შეგიძლიათ პატარა კონვერტებად დაახვიოთ და ტაფაზე, ცოტაოდენ კარაქში, ორივე მხრიდან დაბრაწოთ ნელ ცეცხლზე, სანამ შიგნით ხაჭო და გარგარი არ დარბილდება.
სუფრასთან მიტანის წინ ოდნავ გააცივეთ, დაჭერით ნაჭრებად და სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!
