როგორ გავხადოთ ბავშვების ზაფხული უფრო აქტიური Extra.ge-ის სათამაშოებით - rogor.ge

როგორ გავხადოთ ბავშვების ზაფხული უფრო აქტიური Extra.ge-ის სათამაშოებით

სუფთა ჰაერზე გართობა და ფიზიკური დატვირთვა

სუფთა ჰაერზე თამაში ბავშვის ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მზე და სუფთა ჰაერი იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აძლიერებს და ბავშვს ხალისს მატებს.

ეზოს სათამაშოები საუკეთესო გზაა მოზარდების გარეთ, ბუნებაში გამოსაყვანად. extra.ge-ის დახმარებით შეგიძლიათ თქვენს შვილებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყოთ. ბატუტზე ხტომა ბავშვებს დადებითი ემოციებით ავსებს. ამავდროულად კუნთებს ამაგრებს და დაგროვილი ენერგიის ჯანსაღად დახარჯვას უწყობს ხელს. პატარა გასაბერი აუზები ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრად უფრო სასიამოვნოსა და გრილს ხდის. ამგვარი ინვენტარი მოზარდებს ეხმარება მოტორული უნარების დახვეწაში. თამაშის პროცესში ისინი სწავლობენ საკუთარი სხეულის უკეთ მართვას და ივითარებენ ფიზიკურ გამძლეობას.

გარე აქტივობები და წყლის სათამაშოები

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში გაგრილების ყველაზე სახალისო და ეფექტური გზა წყლით თამაშია. მსგავსი აქტივობები ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ტონუსში ამყოფებს. სათამაშო იარაღები და წყლის თოფები ეზოში თამაშის მთავარი ატრიბუტებია. ექსტრას კატალოგში წყლის თოფების ძალიან დიდი არჩევანია, რაც გართობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

მსგავსი დინამიკური თამაშები გუნდური სულისკვეთების გამომუშავებასაც შესანიშნავად უწყობს ხელს. ბავშვები სწავლობენ თამაშის წესების დაცვას, სტრატეგიულ აზროვნებასა და ერთმანეთთან ჯანსაღ კომუნიკაციას.

შემეცნებითი აქტივობები

დღის გარკვეულ მონაკვეთში, განსაკუთრებით კი შუადღის პაპანაქებაში, მზეზე ყოფნა რეკომენდებული არ არის. ამ დროს ბავშვები აუცილებლად სახლში უნდა შევიყვანოთ და ალტერნატიული, მშვიდი გასართობი შევთავაზოთ.

კრეატიული და ინტელექტუალური სათამაშოები ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის იდეალური გამოსავალია. ექსტრაზე უამრავი საინტერესო შემეცნებითი სათამაშოა, რომელიც პატარებს დიდხანს დააინტერესებს. ფაზლების აწყობა და კონსტრუქტორებით თამაში ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს. ბავშვები ამ პროცესში სწავლობენ მოთმინებასა და მცირე დეტალებზე კონცენტრაციას. სამაგიდო თამაშები კი ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარების საუკეთესო გზაა. ეს ყველაფერი ახალი უნარების აღმოჩენასა და ფანტაზიის საზღვრების გაფართოებას უწყობს ხელს.

ველოსიპედები და სკუტერები

ველოსიპედით, სკუტერითა და გორგოლაჭებით სეირნობა ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. ეს ნივთები ბავშვებს ეხმარება სხეულის ბალანსისა და წონასწორობის დაცვის სწავლაში, მნიშვნელოვნად და სწრაფად აუმჯობესებს მოძრაობის კოორდინაციას. ბავშვები სწავლობენ გარშემო სივრცის აღქმას და წინაღობების მარტივად გადალახვას.

ექსტრას პლატფორმაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ ტრანსპორტი ბავშვის ზუსტი ასაკისა და სიმაღლის მიხედვით. სწორი ზომის შერჩევა აუცილებელია მათი უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის. არასოდეს დაგავიწყდეთ სათანადო დამცავი აღჭურვილობის წინასწარ შეძენაც. ხარისხიანი ჩაფხუტი და სამუხლეები თქვენს შვილს შესაძლო ტრავმებისგან დაიცავს და თქვენც სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ.

სპორტული ინვენტარი გუნდური თამაშებისთვის

სპორტული აქტივობები ეზოსა და პარკში თავისუფალი დროის გატარების საუკეთესო ვარიანტია. ექსტრაზე ხელმისაწვდომი სპორტული ინვენტარი გუნდური თამაშების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ფერადი ფეხბურთის ბურთები და მინი კალათბურთის ფარები ბავშვებს მეტი მოძრაობისკენ უბიძგებს. ბადმინტონის ნაკრები კი მოქნილობისა და სისწრაფის განვითარებაში ეხმარება. ამ თამაშებში მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივი სპორტული აქტივობები ბავშვებს მეტ მოტივაციას აძლევს და ოჯახურ ურთიერთობებს ათბობს.

ჯანსაღი კონკურენცია და გამარჯვებისკენ მუდმივი სწრაფვა ბავშვის მტკიცე ხასიათს აყალიბებს. ისინი თანაბრად სწავლობენ როგორც მოგების სიხარულს, ისე წაგების ღირსეულად, უშფოთველად მიღებას.

საბავშვო კარვები და პირადი სივრცე ეზოში

ყველა ბავშვს ძალიან უყვარს საკუთარი, იზოლირებული სივრცის ქონა. საბავშვო კარვები პატარებს ეხმარება ეზოში მყუდრო, პირადი სათამაშო კუთხის მარტივად მოწყობაში. ეს ფერადი ნივთები ბავშვების ფანტაზიას ავითარებს. კარავში ისინი საკუთარ ზღაპრულ სამყაროს ქმნიან და დამოუკიდებლობის შეგრძნებას ეჩვევიან. extra-ს საიტზე წარმოდგენილი მსუბუქი კარვები მარტივად იშლება და ნებისმიერი ტიპის ეზოს უხდება.

ელექტრო მანქანები არიან ბავშვები, რომლებსაც ტექნიკა და მანქანის მართვის პროცესი განსაკუთრებით ხიბლავთ. სწორედ მათთვისაა ელექტრო მანქანები და პედლებიანი ტრაქტორები საუკეთესო საჩუქარია. მსგავსი თანამედროვე სათამაშოები სივრცეში ორიენტაციის სწავლების საუკეთესო საშუალებაა. საჭის დამოუკიდებლად მართვა და დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლა კონცენტრაციას მოითხოვს. ექსტრას ვრცელ კატალოგში სხვადასხვა მოდელისა და დიზაინის ელექტრო ტრანსპორტია ხელმისაწვდომი.