რა ასაკში უნდა მივიღოთ მეტი ცილა: დიეტოლოგის კონკრეტული პასუხი - rogor.ge

რა ასაკში უნდა მივიღოთ მეტი ცილა: დიეტოლოგის კონკრეტული პასუხი, თუ როგორ შეინარჩუნოთ კუნთის მასა

დიეტოლოგის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურ რაციონს უნდა დაემატოს პროდუქტები შემდეგი სიიდან:

  1. 85 გრამი საქონლის, ქათმის ხორცი ან თევზი;
  2. 2-3 კვერცხი;
  3. 1 ჭიქა ლობიო ან მუხუდო (ლობიოსებრნი);
  4. 1 ჭიქა ბერძნული იოგურტი;
  5. 1 ჭიქა ტოფუ (სოიოს ხაჭო).

აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, ცილით მდიდარ პროდუქტებს ასევე მიეკუთვნება: რძე, ტემპე, არაქისი, ნუში, თხილი, მზესუმზირას თესლი, ნიგოზი, თხილეულის კარაქი და კინოა.

ლია ბარონის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად ცილის რაოდენობის გაზრდას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს:

„ცილის საკმარისი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა შეამციროს წაქცევისა და ტრავმების რისკი, დაეხმაროს ორგანიზმს ჭრილობების სწრაფ შეხორცებაში, შეინარჩუნოს მობილურობა, გამძლეობა, გააძლიეროს იმუნური სისტემა და დაგვეხმაროს, დავრჩეთ ძლიერები და აქტიურები“.

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცილა ორგანიზმს უჯრედების აღდგენასა და ახლის შენებაში ეხმარება, ამიტომ მისი ოპტიმალური რაოდენობით მიღება ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია. ბარონმა ასევე დაამატა, რომ როგორც მცენარეული, ისე ცხოველური ცილები სასარგებლოა, თუმცა ცხოველური ცილა ითვლება სრულფასოვნად, რადგან ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რაც მცენარეულ ცილებს არ გააჩნია.