ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიე ნაყინის გემო და გაიგე ხასიათი - rogor.ge

ნაყინის რომელი გემოა თქვენი ფავორიტი: „საზაფხულო“ ტესტი ხასიათის გამოსავლენად

ვანილი

ვანილი ითვლება სტანდარტულ გემოდ. ასეთი ნაყინი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. ზოგიერთი ადამიანი მას მოსაწყენად და ბანალურად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ის მარადიულად აქტუალური კლასიკის სიმბოლოა. მისი მოყვარულები არიან სიცოცხლისმოყვარე, პოზიტიური ადამიანები, რომლებიც აფასებენ ოჯახსა და კომფორტს. შესაძლოა, თქვენ არ ისწრაფვით ზე-მწვერვალებისკენ, სამაგიეროდ ხართ კეთილი და საიმედო პიროვნება, რომელსაც ყოველთვის შეიძლება დაეყრდნო.

შოკოლადი

თქვენ უპრობლემოდ გაივლიდით კარგი ხასიათის ტესტს, რადგან ძალიან მომხიბვლელი ხართ და გარშემომყოფებს თავს აყვარებთ. გიყვართ სხვების გახარება და ახლობლების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ურთიერთობებში ხართ რომანტიკული და ოდნავ გულუბრყვილოც. მიდრეკილი ხართ ადამიანებზე იმაზე უკეთ იფიქროთ, ვიდრე სინამდვილეში არიან, რის გამოც შესაძლოა იმედგაცრუებას წააწყდეთ.

მარწყვი

ასეთი არჩევანი ახასიათებს აზარტულ ადამიანს, რომელსაც უყვარს თავგადასავლები. თქვენ გიჟდებით ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა მოკლებული ხართ ამპარტავნებას და არ ეძებთ დიდებას. მეგობრობაში არ ხართ საკუთარ თავზე ჩაციკლული, არამედ გულწრფელად ღელავთ ახლობლების კეთილდღეობაზე.

ფსტა

დიდი ალბათობით, ხასიათით ინტროვერტი ხართ. გიყვართ მშვიდი ჰობი და განმარტოებული ადგილები. მეგობრები ბევრი არ გყავთ, მაგრამ თითოეულ მათგანს გულწრფელად უფრთხილდებით. ასევე, ფსტის ნაყინის მოყვარულები არიან შრომისმოყვარეები და პედანტურები, რაც განსაკუთრებით სამსახურში, საქმის შესრულებისას გამოიხატება.

მანგო

ნაყინის ეს ტესტი მიუთითებს თქვენს არასტანდარტულ აზროვნებაზე. თქვენ ბევრ რამეში განსხვავდებით უმრავლესობისგან და ამის სულაც არ გრცხვენიათ. ნებისმიერ საკითხზე აყალიბებთ საკუთარ, პერსონალურ აზრს და ბრბოს არ მიჰყვებით. ძალიან მომთხოვნი ხართ სხვების და განსაკუთრებით საკუთარი თავის მიმართ, იშვიათად ხართ კმაყოფილი მიღწეულით. შეგიძლიათ მოაწყოთ უნიკალური ღონისძიებები, ამიტომ თქვენთან ყოველთვის საინტერესოა.