როგორ გავაკეთოთ ძველი ფოტოს ეფექტი (Adobe Photoshop) - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ძველი ფოტოს ეფექტი (Adobe Photoshop)

 

გახსენით ფოტო, რომელიც გსურთ გადააქციოთ ძველი სტილის ფოტოდ.

 

შექმენით ახალი, სურათზე უფრო დიდი, დოკუმენტი თეთრი ფონით ბრძანებით File > New ([i]Ctrl+N[/i]). აირჩიეთ ხელსაწყო ”Move Tool” ([i]V[/i]) და გადაათრიეთ სურათი ახალ დოკუმენტში.

 

შექმენით ახალი ფენა ბრძანებით Layer > New > Layer ([i]Ctrl+Shift+N[/i]) და მოათავსეთ იგი ორ არსებულ ფენას შორის. დაარქვით მას ”frame”.

 

გააქტიურეთ ფენა frame. აირჩიეთ ხელსაწყო Restangular Marquee Tool ([i]M[/i]) და გააკეთეთ მონიშვნა ფოტოს გარშემო. შეავსეთ იგი 10 %-იანი ნაცრისფერით. მოხსენით მონიშვნა ([i]Ctrl+D[/i]). (სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ჩარჩოს ჩრდილის ეფექტი).

 

გააქტიურეთ ფოტოიანი ფენა. შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Desaturate ([i]Shift+Ctrl+U[/i]).

 

შეასრულეთ Image > Adjustments > Hue/Saturation: Colorize > მონიშნული; Hue > 32; Saturation > 25; Lightness > 0.