რატომ გრძნობთ თავს დაღლილად 8-საათიანი ძილის შემდეგ: ექსპერტმა რეალური მიზეზები დაასახელა - rogor.ge

რატომ გრძნობთ თავს დაღლილად 8-საათიანი ძილის შემდეგ: ექსპერტმა რეალური მიზეზები დაასახელა

ლიცენზირებული კლინიკური ფსიქოლოგი და RAND-ის უფროსი მკვლევარი, დოქტორი ვენდი ტროქსელი ხაზს უსვამს კრიტიკულ განსხვავებას ძილის ხანგრძლივობასა და მის ხარისხს შორის.

იგი შემაშფოთებელ სტატისტიკას აზიარებს: ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი იტანჯება „აღუდგენელი ძილის ხარისხით“.

„ბევრი ამბობს: რომ საკმარისად სძინავს, 7-8 საათი, მაგრამ მაინც ეძინებათ და გამოუძინებელი იღვიძებენ“, — აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ენერგიის მთავარ „ქურდებს“ შორის ის ასახელებს ალკოჰოლსა და ყავას გვიან საღამოს. ასევე, მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სტრესი, შფოთვა და სმარტფონების გამოყენება ძილის წინ პროცესს წყვეტილს და ზედაპირულს ხდის.

ცალკეული ყურადღება ეთმობა ქალებს. მეცნიერის თქმით, ქალის ორგანიზმი ხშირად უფრო მეტად განიცდის ძილის დაბალ ხარისხს, ვიდრე მამაკაცის და ორჯერ უფრო ხშირად არის მიდრეკილი უძილობისკენ. დარღვევების რისკი განსაკუთრებით იმატებს მენოპაუზის პერიოდში.

საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ცოტა ძილს (მაგალითად, 4 საათს) და ამტკიცებენ, რომ თავს კარგად გრძნობენ - სინამდვილეში ცდებიან.

10 რამ, რაც უნდა გააკეთოთ დილაობით, რომ ენერგიით დაიმუხტოთ

ექსპერტი განმარტავს: ეს არ არის იმის ნიშანი, რომ ორგანიზმს აღდგენისთვის ნაკლები დრო სჭირდება, არამედ უბრალოდ სხეულის ჩვევაა დეფიციტის მიმართ. კვლევები აჩვენებს, რომ გამოუძინებლობა აქვეითებს საკუთარი მდგომარეობის ფხიზლად შეფასების უნარს.

„ეს ნიშნავს, რომ ვინც თვლის, რომ 4-საათიანი ძილის შემდეგ ყველაფერი რიგზეა, სავარაუდოდ ვერ აცნობიერებს ძილის დეფიციტის გავლენას თავის კოგნიტურ შესაძლებლობებსა და პროდუქტიულობაზე“, - აფრთხილებს ექიმი.

მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სპეციალისტი გვირჩევს, ყოველ საღამოს ძილს 15 წუთი დავამატოთ, სანამ ჯანსაღ რიტმზე არ გავალთ. ასევე, ის გვირჩევს, არ დავწვეთ მშივრები, მაგრამ არც ზედმეტად დავნაყრდეთ ძილის წინ.

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, ქალბატონი ტროქსელი გვირჩევს სპორტით დღის პირველ ნახევარში დავკავდეთ, რადგან ინტენსიური ვარჯიში ზედმეტად ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ამასთან, ის მოგვიწოდებს პატივი ვცეთ ჩვენს შინაგან საათს: „ჭოტებისთვის“ არ ღირს აიძულონ თავი დილით ადრე ივარჯიშონ, თუ ეს მათ ბიოლოგიას ეწინააღმდეგება.

რას იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა და როგორ შეივსოთ ზამთარში