როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის
ბანანის კანი – კალიუმის წყარო

ბანანის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც მცენარეს ყვავილობაში ეხმარება.
მომზადება: დაჭერით ბანანის კანი პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქილაში, დაასხით წყალი და გააჩერეთ 24-48 საათი. მიღებული სითხით მორწყეთ მცენარეები თვეში ერთხელ.
ყავის ნალექი – აზოტისთვის
მოხარშული ყავის ნალექი შესანიშნავია ნიადაგის გასაფხვიერებლად და აზოტით გასამდიდრებლად.
მომზადება: გააშრეთ ნახმარი ყავის ნალექი (რომ ობი არ გაუჩნდეს) და მოაყარეთ ქოთნის ზედაპირზე, შემდეგ კი მსუბუქად გადაურიეთ მიწას. ის განსაკუთრებით უხდება ფიკუსებსა და აზალიებს.
კვერცხის ნაჭუჭი – კალციუმის მარაგისთვის

კვერცხის ნაჭუჭი ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას და ამდიდრებს მას კალციუმით.
მომზადება: კარგად გარეცხეთ ნაჭუჭი, გააშრეთ და დაფქვით ფხვნილისებრ მდგომარეობამდე. მიღებული ფხვნილი ჩაურიეთ ნიადაგს გადარგვისას ან მოაყარეთ ზემოდან.
ხახვის ფურცლების ნაყენი – იმუნიტეტისთვის
ხახვის ფურცლები შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც მცენარეს მავნებლებისა და დაავადებებისგან იცავს.
მომზადება: ერთი მუჭა ხახვის ფურცელს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი დღე და შემდეგ გადაწურეთ. გამოიყენეთ ეს ნაყენი ფოთლებზე შესასხურებლად ან მორწყვისთვის.
შაქარი – ენერგიის მოსამატებლად
ზამთრის შემდეგ დასუსტებული მცენარეებისთვის შაქარი ენერგიის წყაროა (გლუკოზის გამო).
მომზადება: 1 ჩაის კოვზი შაქარი გახსენით 500 მლ წყალში და მორწყეთ მცენარე. გახსოვდეთ, ეს მეთოდი წელიწადში მხოლოდ 2-3-ჯერ უნდა გამოიყენოთ.
როგორ გამოვიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი სახლსა და ბაღში - რჩევები მისი მრავალმხრივი გამოყენებისთვის