როგორ „ელაპარაკებიან“ კატები პატრონებს: ვეტერინარების მიერ დასახელებული 7 სახალისო გზა
ისინი პატრონებს „ეფერებიან“
როდესაც თქვენი კატა თათით ნაზად გეხებათ დახუჭულ ქუთუთოებზე, ის მკაფიო სიგნალს გიგზავნით, რომ გაღვიძების დროა. თვალებზე თათის შეხება მხოლოდ „მაღვიძარა“ არ არის — ეს სიყვარულის ნიშანია, რაც მიუთითებს, რომ კატა გენდობათ და თქვენთან ურთიერთობა სურს.
კუდის ქიცინი
კატის კუდს ბევრი რამის თქმა შეუძლია მის განწყობაზე. კუდის ყოველი მოძრაობა თუ ფეხებზე შემოხვევა ნიშნავს, რომ ის კმაყოფილია. ვეტერინარ ჯული ჰანტის თქმით, კუდის ძირში კატებს აქვთ ჯირკვლები, რომლებიც ფერომონებს გამოყოფენ. როდესაც კატა კუდს გირტყამთ, ის თქვენზე „ბედნიერების ფერომონებს“ ავრცელებს და აღგიქვამთ, როგორც უსაფრთხო ადამიანს.
„სასიყვარულო კოცნა“
თუ კატა კანსა თუ თმას გლოკავთ, ეს ახლო ურთიერთობისა და სიყვარულის ნიშანია. კატები მხოლოდ ძალიან ახლობელ არსებებს უვლიან ასე, ამიტომ ეს ქცევა დიდი დაფასებაა პატრონისთვის — ეს მათი ენაა იმისა, რომ თქვან: „მე შენზე ვზრუნავ“.
საჩუქრების მოტანა
„როდესაც თქვენს კატას საჩუქრად მკვდარი ან დაჭრილი ნადავლი მოაქვს, ის გატყობინებთ, რომ იმდენად ზრუნავს თქვენზე, რომ საკვები მოგიტანათ, რათა ნადირობა გასწავლოთ“, — აღნიშნავს ვეტერინარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მზრუნველობის გამოხატულებაა.
მაღალი ბგერების გამოცემა
კატის კნავილი ბევრ რამეს ნიშნავს. მოკლე, მაღალი ბგერები ხშირად აღგზნებას, ცნობისმოყვარეობას ან ყურადღების მიპყრობის სურვილს გამოხატავს.
თავის გახახუნება (Head-butting)
თუ გაინტერესებთ, როგორ გამოხატავს კატა ერთგულებას, ეს სწორედ თავის მოხახუნებაა. კატები ამას აკეთებენ საკუთარი სუნის დასატოვებლად, რაც ნიშნავს, რომ თქვენ მათი ოჯახის წევრი ხართ. ვეტერინარ ვიქტორია კარმელას თქმით, ეს მათი ენაა იმისა, რომ თქვან: „შენ ჩემი ადამიანი ხარ“.
დაბალი ღრენა
თუ თქვენი კატა დაბალ ხმაზე ღრენს, სჯობს მას არ დასცინოთ. ეს კომუნიკაციის ფორმაა, რომელიც მიუთითებს დისკომფორტზე, შიშზე ან გაღიზიანებაზე. ეს არის მათი გზა სათქმელად: „გთხოვთ, გამეცალეთ“.
გაოცდებით, რამდენ ხანს ახსოვთ კატებს თავიანთი პატრონები — ექსპერტთა მოსაზრება