როგორ დავიქვეითოთ მადა
წყლის მიღება შიმშილის გრძნობის დასაქვეითებლად დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, რამდენიმე წუთის შემდეგ დიდი რაოდენობის საკვების შეჭმას თქვენ ვეღარ შეძლებთს, ვინაიდან კუჭის გარკვეული ნაწილი შევსებული იქნება წყით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზედმეტ საკვებს მიიღებთ, არაფერია საშიში: წყლის გამოშვების შემდეგ დაგეუფლებათ გარკვეული შვება და ამავდროულად თქვენ მიიღებთ გაცილებით ნაკლებ კალორიას.
წვენის მიღება დალიეთ ერთი ჭიქა წვენი, რადგან შაქრები მიეწოდება სისხლს და შიმშილის გრძონა მადასთან ერთად ნელ-ნელა დაგეკარგებათ. ზოგიერთ ადამიანს ეს მეთოდი ეხმარება მკაცრი დიეტის და მასის აქტიური დაკლების დროს. მიიღეთ ციტრუსების წვენი, ის გაცილებით უკეთესად მოქმედებს.
ძმარი ან თეთრი ღვინო შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი წყალს და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ძმარი ახდენს ცხიმების წვის სტიმულირებას, რასთან ერთადაც მადა ქვეითდება. ვაშლის ძმრის ჩანაცვლება არ შეიძლება ესენციით, ვინაიდან ის დაწვავს მხოლოდ კუჭის ლორწოს. ძმრის ჩანაცვლება შეიძლება მხოლოდ ერთი ჭიქა კარგი თეთრი ღვინით, რა თქმა უნდა, მაშინ თუ არ მართავთ ავტომობილს.
კვების რეჟიმი ეცადეთ ჭამოთ ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტა. მადა არ გაძლიერდება, ასევე ჭამის სურვილიც არ იქნება ისეთი ძლიერი. მიირთვით დაბალკალორიული პროდუქტები, ხოლო ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის მიღება საერთოდ არ შეზღუდოთ: "კუჭს ყურადღება" გადატანილი ექნება დაბალკალორიულ საკვებზე, თქვენ კი დაიწყებთ აქტიურად გახდომას.
სამედიცინო საშუალებები აფთიაქებში იყიდება უამრავი სასწაულმოქმედი საშუალება მადის დასაქვეითებლად, მაგრამ მათი ეფექტიურობა ეჭვ ქვეშ რჩება. თუ თქვენ გადაწყვეტთ დანამატებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებას, თავდაპირველად კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ზოგიერთ პრეპარატს აქვს უკუჩვენებები სხვადასხვა დაავადების დროს.