როგორ შევწვათ მწვადი ტაფაზე: ხრიკები „ნაკვერჩხლის ეფექტისთვის“ - rogor.ge

როგორ შევწვათ მწვადი ტაფაზე: ხრიკები „ნაკვერჩხლის ეფექტისთვის“

ხორცის შერჩევა და მომზადება

შამფურის ეფექტის მისაღებად ხორცი უნდა იყოს ზომიერად ცხიმიანი.

საუკეთესო არჩევანი: ღორის ყელი (კისერი) იდეალურია, რადგან მასში ცხიმი თანაბრადაა განაწილებული.

დაჭრა: ხორცი დაჭერით საშუალო ზომის კუბებად (დაახლოებით 3-4 სმ). თუ ნაჭრები ძალიან პატარა იქნება, გამოშრება, თუ ძალიან დიდი - შიგნით უმი დარჩება.

მარინადი გემოს საფუძველია

ტაფაზე შეწვისას ხორცს აკლია კვამლის არომატი, ამიტომ მარინადს დიდი მნიშვნელობა აქვს:

ხახვი: დაჭერით ბევრი ხახვი და ხელით კარგად დაჭყლიტეთ ხორცთან ერთად, რომ წვენი გაუჯდეს.

სუნელები: მარილი, შავი პილპილი და ცოტაოდენი გამხმარი ქონდარი მწვადის კლასიკური გემოსთვის.

საიდუმლო ინგრედიენტი: დაამატეთ ერთი კოვზი მცენარეული ზეთი მარინადშივე. ეს დაეხმარება ხორცს, რომ ტაფაზე მოხვედრისთანავე „დაიბრაწოს“ და წვენი შიგნით შეინარჩუნოს.

როგორ დავამარინადოთ მწვადი აირანში - ყველაზე გემრიელი რეცეპტი

ტაფის მომზადება და შეწვის პროცესი

აქ დაშვებული შეცდომები მწვადს მოხარშულ ხორცად აქცევს.

ტაფის ტიპი: გამოიყენეთ თუჯის ან სქელძირიანი ტაფა. ის სითბოს უკეთ ინარჩუნებს.

ტემპერატურა: ტაფა უნდა იყოს ძალიან ცხელი. ხორცი რომ დაიდება, უნდა დაიწყოს შიშხინი.

ნუ გადატვირთავთ: ნაჭრებს შორის სივრცე დატოვეთ. თუ ბევრ ხორცს ერთდროულად ჩაყრით, ტაფა გაცივდება, ხორცი წვენს გამოუშვებს და შეიწვვის ნაცვლად მოიხარშება.

შეწვის დრო: წვით მაღალ ცეცხლზე ყოველი მხრიდან 2-3 წუთი, სანამ ოქროსფერ კანს არ მიიღებს, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და დაახლოებით 10-15 წუთი აცალეთ მომზადება.

როგორ გავწმინდოთ სწრაფად შამფურები და გრილი: ორი წარმოუდგენლად მარტივი გზა

როგორ მივიღოთ „კვამლის არომატი“?

ეს არის მთავარი ხრიკი შამფურზე შემწვარის დასამსგავსებლად:

ნახშირის მეთოდი: როდესაც მწვადი თითქმის მზად იქნება, ტაფის შუაში დადეთ პატარა ალუმინის ფოლგა („ჭიქის“ ფორმის). მასზე დადეთ გახურებული (გაზქურაზე აალებული) ნახშირის ნაჭერი. დაასხით ნახშირს ერთი წვეთი ზეთი, რომ კვამლი აუშვას და სასწრაფოდ დააფარეთ ტაფას თავსახური 2-3 წუთით.

ბროწეულის წვენი: შეწვის ბოლოს დაასხით ცოტაოდენი ბროწეულის წვენი ან ღვინო. ეს ხორცს სასიამოვნო მჟავიანობას და ფერს მისცემს.

დასვენება

ტაფიდან გადმოღების შემდეგ მწვადი ჩაყარეთ ქვაბში, დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დააფარეთ თავზე და აცალეთ 5-10 წუთი. ეს ხორცს დაარბილებს და წვენებს თანაბრად გადაანაწილებს.

როგორ დაამარინადოთ წვნიანი და არომატული სამწვადე სომხურად