როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი "ზებრა" - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი "ზებრა"

 

5 მთლიანი კვერცხისგან და 2 ჩ/ჭ შაქრისგან გაკეთეთ გოგლიმოგლი, დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად აზილეთ (ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის).

 

ცომი გაყავით შუაზე. ერთ ნახევარს შეაზილეთ 2ს/კ კაკაოს ფხვნილი. ნამცხვრის ფორმას წაუსვით კარაქი, რიგრიგობით დაასხით ჯერ თეთრი ცომი, ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გაგრძელეთ სანამ ცომი დამთავრდება შემდეგ შედგით გამოსაცხობად.

 

გამოცხობის შემდგომ - გემოვნებით ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი. (თუ არ გექნებათ სურვილი შოკოლადის ზემოდან მოსხმის, არც ეგ არის პრობლემა, მის გარეშეც შეიძლება ნამცხვრის მომზადება.)
მინანქარი: 1ჩ/ჭ შაქარს დაუმატეთ 3ს/კ კაკაოს ფხვნილი, 4სუფრის კოვზი რძე ან წყალი და დადგით ცეცხლზე, დაამატეთ 50გ კარაქი წამოადუღეთ და დასხით ნამცხვარს.