როგორია ჯანმრთელობის 9 მაჩვენებელი, რომელსაც რეგულარული კონტროლი სჭირდება - rogor.ge

როგორია ჯანმრთელობის 9 მაჩვენებელი, რომელსაც რეგულარული კონტროლი სჭირდება

არტერიული წნევა

ნორმად ითვლება 120/80 მმ ვერცხლისწყლის სვეტით. თუ ზედა მაჩვენებელი 121–129 დიაპაზონშია, უკვე ითვლება მომატებულად, რაც ხშირად გადადის ჰიპერტენზიაში — მდგომარეობაში, რომელიც ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.

მაღალი წნევის სიმპტომებია: ტკივილი გულ-მკერდში, სუნთქვის გაძნელება, დაბუჟება, მხედველობის ან მეტყველების პრობლემები.

ძალიან დაბალი წნევა (90/60) იწვევს თავბრუს ხვევას, სისუსტესა და გულის წასვლას.

წნევა რეგულარულად უნდა გაიზომოს: 40 წლამდე — 2 წელიწადში ერთხელ, 40-ის შემდეგ — ყოველწლიურად.

ქოლესტერინის დონე

ქოლესტერინი საჭიროა ორგანიზმისთვის, მაგრამ ზედმეტი რაოდენობა წებოვნად ილექება სისხლძარღვებზე და იწვევს ათეროსკლეროზს.

არსებობს „კარგი“ და „ცუდი“ ქოლესტერინი — მნიშვნელოვანია, რომ ცუდი (LDL) არ იყოს 2.6 mmol/l-ზე მეტი, ხოლო კარგი (HDL) — არ ჩამოსცდეს 1 mmol/l-ს.ქოლესტერინის დონის შემოწმება ხდება სისხლის ანალიზით უზმოზე.

ტრიგლიცერიდების დონე

ტრიგლიცერიდები — ცხიმის ტიპი, რომელიც გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე.

ნორმაა <150 mg/dl (მოზრდილებისთვის).

თუ გაქვთ დიაბეტი ან გულის პრობლემები, ანალიზი ჩაიტარეთ უფრო ხშირად.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

ეს ჰორმონები არეგულირებენ ენერგიას, თერმორეგულაციას და ორგანოთა მუშაობას.ნორმალური მაჩვენებლებია:

TSH: 0.5–5.0 mIU/lT4: 5.0–12.0 µg/dlT3: 80–220 ng/dl

დეფიციტისას: დაღლილობა, სიცივისადმი მგრძნობელობა, დეპრესია.

მომატებისას: ნერვიულობა, წონის კლება, ძილის პრობლემები.

რკინის დონე

რკინა აუცილებელია ჰემოგლობინისთვის და ჟანგბადის გადატანისთვის.საყურადღებო სიმპტომებია: სისუსტე, თავბრუს ხვევა, კანის ფერის ცვლილება, სუნთქვის უკმარისობა.

მნიშვნელოვანი მაჩვენებლები:

რკინა: 10.7–32.2 µmol/l

ფერიტინი: 11.0–306.8 ng/ml

ჰემოგლობინი: მამაკაცებში — 13.2–16.6 g/dl, ქალებში — 11.6–15 g/dl.

გულისცემის სიხშირე

ნორმალურია 60–100 დარტყმა წუთში.

მეტი ან ნაკლები გულისცემის სიხშირე — შესაძლოა გულის რიტმის დარღვევის, სტრესის ან ჯანმრთელობის პრობლემების ნიშანი იყოს.

არარეგულარული გულისცემა იწვევს თრომბებს, ინსულტს ან გულის უკმარისობას.

ხალების რაოდენობა და მდგომარეობა

წელიწადში ერთხელ შეამოწმეთ ხალები. საყურადღებო ნიშნებია:

  • ასიმეტრია
  • არათანაბარი საზღვრები
  • ფერების მრავალფეროვნება
  • დიამეტრი >6 მმ
  • ფორმის ან ფერის ცვლილება
  • ასევე საეჭვოა ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება 3 კვირაზე მეტი.

სისხლში შაქრის დონე

გლუკოზა ენერგიის წყაროა, მაგრამ მისი გადაჭარბება იწვევს ორგანოთა დაზიანებას.

ნორმაა: 70–100 mg/dl (3.9–5.6 mmol/l).

დაბალი შაქარი (ჰიპოგლიკემია) იწვევს სისუსტეს, გულყრებს, გონების დაკარგვას.

შეამოწმეთ წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკის ფარგლებში.

მასის ინდექსი (BMI)

ითვლება ასე: წონა (კგ) / სიმაღლის კვადრატი (მ²).ნორმა: 18.5–24.9მაგალითად: 60 კგ / 1.65² = 22.04 — ნორმალურია.მეტისმეტი წონა ზრდის დიაბეტის, გულის პრობლემების და ონკოლოგიური დაავადებების რისკს.

როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი

ამ მაჩვენებლებზე ყურადღების მიქცევა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სერიოზული პრობლემები და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა წლების განმავლობაში.