როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი
გამოთვალეთ სიმაღლე. ერთ-ერთი მაჩვენებელი არის სიმაღლე, რომლის ცოდნაც აუცილებელია ინდექსის გამოსათვლელად. მის გასაზომად საჭიროა დადგეთ კედელთან ზურგით, გაიმართოთ წელში, მიადოთ კედელს ქუსლები, თეძოები და თავი. ამის შემდეგ ფანქრით აღნიშნეთ უკიდურესი წერტილი და შემდეგ გაზომეთ მანძილი ნიშნულიდან იატაკამდე.
გამოთვალეთ სხეულის მასა. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ მექანიკური ან იატაკის სასწორი. რეკომენდირებულია აიწონოთ დილით, უზმოზე. სასურველია, რომ ქალებმა მენსტრუაციის პედიოში თავი შეიკავონ აწონვისგან, რადგან სხეულში გროვდება დიდი ოდენობით ფყალი და ამიტომ მიღებული შედეგი არაზუსტი იქნება დაახლოებით 1-2 კილოგრამით.