როგორ მოვამზადოთ იახნი
ავიღოთ ხორცის მსუქანი ნაჭერი და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. შეგიძლიათ დაჭრათ ძვლებიანადაც. წყალი ისე დაასხით, რომ საკმაოდ ფარავდეს ჭურჭელში მოთავსებულ ხორცს.
აუცილებლად მოხადეთ ქაფი დუღილისას. როდესაც ხორცი იქნება ნახევრად მოხარშული, დაამატეთ შავი პილპილი და მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კარგად (წმინდად) დანაყილი ნიგოზი, ასევე ხმელი ქინძი. სასურვლია თუ შეაზავებთ ზაფრანით.