როგორ გავგზავნოთ ფაილები Facebook-ით
პირველ რიგში, შედით სოციალურ ქსელში თქვენი მომხმარებლის სახელით და პაროლით.
დააჭირეთ გზავნილების ღილაკს, რომელიც განთავსებულია მარცხენა ზედა კუთხეში facebook–ის ლოგოსთან, რის შედეგადაც ჩამოიშლება პანელი თქვენი უკანასკნელი შეტყობინებებით.
მიუთითეთ მომხმარებლის სახელი, რომლისთვისაც გსურთ თქვენი ფაილის გაგზავნა, ასევე შეავსეთ წერილის ველი სურვილისამებრ.
ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში თქვენ დაინახავთ 2 ფუნქციას: Add Files და Add Photos. დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ვარიანტს და აირჩიეთ ფაილი, რომელიც გინდათ, რომ გაუგზავნოთ მეგობარს.
ფაილი აიტვირთება და ხელმისაწვდომი გახდება მას შემდეგ, რაც თქვენ დააჭერთ ღილაკს - Send