1 წუთში აგიხსნით: უნდა გამორთო თუ არა Bluetooth, როცა არ იყენებ?
🔒 მონაცემთა დაცვა და ტრეკინგი:
Bluetooth ჩართვისას ტელეფონი უფრო "ხილული" ხდება გარე სამყაროსთვის.
მაღაზიებში, ქუჩებში ან სავაჭრო ცენტრებში დამონტაჟებული სპეციალური სენსორები (ე.წ. ბიკონები) აფიქსირებენ სიგნალებს და ამ გზით აკვირდებიან, სად დადიხარ და რამდენად ხშირად ბრუნდები.
ეს არ არის ჯეიმს ბონდის სიუჟეტი, არამედ რეალური მარკეტინგული ანალიზის ინსტრუმენტია.
⚠ უსაფრთხოების მხრივ:
Bluetooth მაინც კომუნიკაციის არხია და შეიძლება გახდეს თავდასხმის სამიზნე — იქნება ეს შემთხვევითი ყურსასმენების დაერთება თუ უფრო სერიოზული ჰაკერული მცდელობები.
ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ განსაკუთრებით სავარაუდოა საზოგადოებრივ ადგილებში.
✅ რა გავაკეთოთ?
თუ არ იყენებ ამ ეტაპზე:
უსადენო ყურსასმენებს
ჭკვიან საათს ან Bluetooth მოწყობილობას 👉 უბრალოდ გამორთე Bluetooth.
ეს არ არის პარანოია, არამედ ციფრული ჰიგიენის ელემენტარული წესი.