1 წუთში აგიხსნით: მართლა გვისმენენ თუ არა სმარტფონები? - rogor.ge

1 წუთში აგიხსნით: მართლა გვისმენენ თუ არა სმარტფონები?

როგორ მუშაობს

სმარტფონებს მართლაც შეუძლიათ ხმის ინფორმაციის შეგროვება, ძირითადად ხმოვანი ასისტენტების — მაგალითად, Siri, ან Google Assistant-ის მეშვეობით. ისინი მუდმივად გვისმენენ ფონზე, რათა დაიჭირონ საკვანძო ფრაზები, როგორიცაა „OK, Google“ ან „Hi, Siri“. ამის შემდეგ უკვე აქტიურდება ჩაწერა და ინფორმაცია იგზავნება სერვერზე.

❗ მაგრამ

— მხოლოდ შენი თანხმობის შემდეგ. სმარტფონი არ ჩაწერს საუბარს თვითნებურად.

ზოგიერთ აპლიკაციას (მაგ. სოციალური ქსელებს, ონლაინ მაღაზიებს) შეუძლიათ მოითხოვონ მიკროფონზე წვდომა. თუ თანხმობას აძლევ, თეორიულად მათაც შეუძლიათ აუდიო ინფორმაციის მიღება.

ამასთან, მასობრივი მიყურადების პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ხშირად რეკლამა და შინაარსი გამომდინარეობს არა საუბრის ჩაწერიდან, არამედ შენი ქცევის ანალიზიდან: შენს მიმოწერებზე, საძიებო ისტორიაზე, ლაიქებზე და ლოკაციაზე დაყრდნობით.

როგორ დავიცვათ თავი?

  1. გადაამოწმე, რომელი აპლიკაციებს აქვთ მიკროფონზე წვდომა.
  2. გამორთე წვდომა იმ პროგრამებისთვის, რომლებშიც ხმოვანი ფუნქცია არ გჭირდება.
  3. გამოიყენე კონფიდენციალურობის პარამეტრები და ყოველთვის ყურადღება მიაქციე, რას ადასტურებ.