ფუნთუშა შაქრით, დარიჩინით, თაფლით და მზა ფენოვანი ცომით - rogor.ge
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ფუნთუშები მზა ფენოვანი ცომით
- გაადნეთ ფენოვანი ცომი ოთახის ტემპერატურაზე.
- გაშალეთ ცომი მართკუთხედი ფორმით (დაახლ. 0.5 სმ სისქეზე).
- წაუსვით რბილი კარაქი მთელ ზედაპირზე, ან შეგიძლიათ წაუსვათ ხილის ჯემი.
- მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი თანაბრად.
- სურვილისამებრ დაუმატეთ ნიგოზი ან ხილეული.
- გაახვიეთ რულეტის ფორმით და დაჭერით დაახლოებით 4-5 სმ სიგანის ნაჭრებად.
- დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ 180°C-ზე 20–25 წუთი ან სანამ ზედაპირი ოქროსფერი გახდება.
- ფუნთუშის ზედა ნაწილზე მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი და დაასხით თბილი თაფლი, ან მუქი სიროფი.
