როგორ გავლენას ახდენს ორგანიზმზე კიტრის და პომიდვრის ერთად მიღება
რატომ გაჩნდა ეს მითი?
არსებობს მოსაზრება, რომ კიტრი შეიცავს ფერმენტ ასკორბინაზას, რომელიც შესაძლოა შლიდეს პომიდვრის ვიტამინ C-ს. თუმცა, ეს ფერმენტი აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კიტრი დაჭრილია და სხვა პროდუქტებთან კონტაქტში მოდის. გარდა ამისა, პომიდვრის მჟავე გარემო ამცირებს ასკორბინაზას აქტივობას, რაც ნიშნავს, რომ ვიტამინ C-ს შემცირება მინიმალურია.
საჭმლის მონელება და კომბინაციის გავლენა
კიტრის და პომიდორის მონელების პროცესი განსხვავებულია: კიტრს სწრაფად, ხოლო პომიდორს შედარებით ნელა ინელებს კუჭი. ამ განსხვავების გამო, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მონელების პრობლემები, როგორიცაა შებერილობა ან დისკომფორტი, თუმცა ეს ინდივიდუალურია და არ ვრცელდება ყველაზე .
მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებებისა, კიტრისა და პომიდვრის ერთად მიღება არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. თუ არ გაქვთ სპეციფიკური მონელების პრობლემები ან ალერგია, შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ ეს კომბინაცია. მთავარია, დაიცვათ ბალანსი და მრავალფეროვნება კვებაში.