როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი იტალიური სააღდგომო ღვეზელი Torta Pascualina - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი იტალიური სააღდგომო ღვეზელი Torta Pascualina

მომზადების წესი:

ცომი:

ფქვილი, წყალი, ზეთი და მარილი აურიეთ და მოზილეთ გლუვი, ელასტიკური ცომი.

გაყავით 4 ნაწილად, შეფუთეთ სამზარეულოს შესაფუთ პარკში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით.

agdgomis-gvezeli-1744285321.jpg

შიგთავსი:

ზეთზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ისპანახი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და დააცადეთ გაგრილება. შემდეგ შეურიეთ 1 კვერცხი, რიკოტა და გახეხილი გრანა პადანოს ნახევარი. დაუმატეთ მაიორანი და მწიკვი მუსკატის კაკალი.

agdgomisgvezeli1-1744285333.jpg

აწყობა:

ცომის 2 ფენა გადადეთ ცხიმწასმულ 26 სმ-იან ფორმაში, თითო ფენა ზეთით გადაუსვით.

ჩაასხით ისპანახის მასა და გააკეთეთ 4 ჩაღრმავება, სადაც თითო კვერცხი უნდა ჩაახალოთ. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

დაფარება:

დარჩენილი ცომის 2 ფენით დაფარეთ ღვეზელი, ზეთი გადაუსვით და კიდეები ლამაზად შეუკეცეთ. ზემოდანაც გადაუსვით ზეთი.

ცხობა:

გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 45-50 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი ოქროსფერი გახდება.