როგორი იქნება კვირა: 7-13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ორშაბათი, 7 აპრილი
ემოციური და მობილური დღეა. წარმატებით შეძლებთ საქმეების დასრულებას, თუმცა ლოგიკაზე მეტად ემოციები იქნება წამყვანი. ეცადეთ, არ ჩაერთოთ უთანხმოებებში – დიპლომატიურობა არ იქნება თქვენი ძლიერი მხარე.
სამშაბათი, 8 აპრილი
დღეს ყველა საკუთარი ინტერესების დაცვას ეცდება. ადამიანების დარწმუნება გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, მოარგოთ მათ სურვილებს ის, რაც გინდათ. ხარჯეთ ენერგია სტრატეგიულად – შედეგი უფრო ეფექტური იქნება.
ოთხშაბათი, 9 აპრილი
მოულოდნელი ემოციური ცვლილებების დღეა. ინტერესები, გრძნობები და განწყობები შესაძლოა მოულოდნელად და ძლიერად გამოჩნდეს. თუ რაღაცამ გაგიტაცათ – ეს შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს და სერიოზულ ურთიერთობებშიც გადაიზარდოს.
ხუთშაბათი, 10 აპრილი
იდეალური დღეა დასვენებისთვის და ახლობლებთან დროის გასატარებლად. თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისგან და განიტვირთეთ სეირნობით, სითბოთი და ურთიერთობით.
პარასკევი, 11 აპრილი
გიჩნდებათ მკვეთრი ინტუიცია და მახვილი გონება. არ დააიგნოროთ მოულოდნელი იდეები – ისინი შესაძლოა თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი გახდეს. დღეს დაუგეგმავი ნაბიჯები შესაძლოა ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდეს.
შაბათი, 12 აპრილი
დასვენება, სიმშვიდე და ინტელექტუალური დროის გატარება – ეს არის დღევანდელი დღის რეცეპტი. თუ არ მუშაობთ, წიგნი, კროსვორდი ან დოკუმენტური ფილმი იქნება საუკეთესო არჩევანი.
კვირა, 13 აპრილი
დღე შესაფერისია გადაუწყვეტელი საკითხების გარკვევისთვის. იყავით თავშეკავებული ემოციებში – გექნებათ უნარი, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. გამოიყენეთ პოზიტიური ემოციები, ხოლო ნეგატიური – შეაკავეთ, რადგან მცირე კონფლიქტიც კი შესაძლოა გაღრმავდეს.