როგორ გავიზარდოთ მკერდის ზომა (ვარჯიშის საშუალებით)
ვარჯიშების კომპლექსი აუცილებლად დაიწყეთ მოთელვით. ეს შეიძლება იყოს დახრები, პრესების ვარჯიში, აზიდვები და ა.შ. სპეცილაურად ახალს ნურაფერს მოიფიქრებთ. სკოლის ფიზკულტურის გაკვეთილები გაიხსენეთ.
წამოწექით იატაკზე, ხელები მხრების სიგრძეზე და გააკეთეთ აწევები. თითო მისვლაზე 20 ცალი. ნუ იჩქარებთ, ნელი ტემპით, ისე, რომ წელი გქონდეთ სწორ მდგომარეობაში.
შემდეგი სავარჯიშოს შესასრულებლად გააკეთეთ ხელები ისე, როგორც კათოლიკები ლოცვისას. ხელის გულები მიადეთ ერთმანეთს, ხელის მტევნები გაასწოროთ და რაც ძალი და ღონე გაქვთ მიაჭირეთ ხელის ერთმანეთს. გააკეთეთ 10-15 ცალი. შეისვენეთ და კიდევ გააგრძელეთ რამდენსაც შეძლებთ დაღლამდე. ნახავთ ამ ვარჯიშის მერე, რომ მკერდი დაგეჭიმებათ.