როგორ განვითარდება მოვლენები ამ კვირაში: 31 მარტი-6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - rogor.ge

როგორ განვითარდება მოვლენები ამ კვირაში: 31 მარტი-6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, 31 მარტი

დღის ენერგია აქტიურობას და მოთმინებას მოითხოვს. საუკეთესო დროა გადადებული საქმეების გასაკეთებლად ან სამუშაო სივრცის მოსაწესრიგებლად. თუმცა, მნიშვნელოვანი საუბრები გადადეთ, რადგან დღეს რთულია ურთიერთგაგება და კომპრომისის პოვნა. საყვარელ ადამიანთან ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას – დღის ემოციურობა შეიძლება წყენის და გაუგებრობის მიზეზი გახდეს.

სამშაბათი, 1 აპრილი

დღეს განსაკუთრებით აქტიური, ენერგიული და მიზანდასახული იქნებით. თქვენი პროდუქტიულობა გაორმაგდება და საქმეებს საოცარი სისწრაფით მოაგვარებთ. მთავარია, არ გადააჭარბოთ – გადაღლა დღის ბოლოს გარდაუვალია. დაისვენეთ პერიოდულად, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.

ოთხშაბათი, 2 აპრილი

დღე სავსეა სიურპრიზებით – ზოგი სასიამოვნო იქნება, ზოგი – არა. ვერ დაგეგმავთ წინასწარ, მოვლენები თავად დაგეგმავენ დღეს. მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის: მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა ან სპონტანური გადაწყვეტილება – ყველაფერი მოსალოდნელია.

ხუთშაბათი, 3 აპრილი

დღეს თქვენს გეგმებს და ოცნებებს რეალობად ქცევის შანსი ეძლევა. დროა, ის იდეა განახორციელოთ, რომელსაც აქამდე ვერ ბედავდით. იდეალური დროა მოლაპარაკებებისთვის, ახალი პროექტების დაწყებისთვის და მკაფიო მიზნების დასახვისთვის.

პარასკევი, 4 აპრილი

დღე ემოციებსა და სურვილებზე აწყობილი იქნება. ვნება და ფლირტი იფეთქებს, თუმცა სიფრთხილე გმართებთ – ახალი რომანი შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს. სჯობს, არსებული ურთიერთობები გაახალისოთ. შესანიშნავი დღეა სიყვარულისთვის, სიამოვნებისთვის, მეგობრებისთვის – ოღონდ ზომიერება არ დაგავიწყდეთ.

შაბათი, 5 აპრილი

დღე დამოუკიდებლობას და ინიციატივას მოითხოვს. უფროსებთან დიპლომატიურობა გაგიჭირდებათ, ამიტომ ჯობს, თავი შეიკავოთ კამათისგან. თუმცა, პირადი ინიციატივები, რაც გულით გსურთ, იდეალურად გამოგივათ – შეიძლება ფინანსური სარგებელიც მოგიტანოს.

კვირა, 6 აპრილი

დღე ცოტა ქაოსური და არაორგანიზებული იქნება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას თავი აარიდეთ. არ არის სწორი დრო სერიოზული ნაბიჯებისთვის – გრძნობები შეიძლება დაგაბნიოთ. სჯობს დაისვენოთ, იფიქროთ და მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადოთ.

შენი დაბადების წლის ბოლო ციფრი გამოავლენს შენს ბედს 2025 წელს: ვის გაუმართლებს