როგორ მიხვდე, რა გიშლის ხელს ბედნიერებაში - მარტივი ტესტი - rogor.ge

როგორ მიხვდე, რა გიშლის ხელს ბედნიერებაში - მარტივი ტესტი

🌟 ვარსკვლავი №1

თუ პირველი ვარსკვლავი აირჩიე, ეს ნიშნავს, რომ შენი სევდის მიზეზი საკუთარ თავზე და სხვებზე გადაჭარბებული მოლოდინებია. შესაძლოა, ელოდი დიდ შედეგებს ან ქმედებებს საყვარელი ადამიანისგან, მაგრამ ვერ მიიღე ის, რაც გსურდა.

გახსოვდეს: ყველაფერი თავის დროზე მოდის. შესაძლოა, ბედისწერა შენთვის უკეთესს ამზადებს — იმედგაცრუება უბრალოდ გზის ნაწილია და არა ბოლო გაჩერება.

🌟 ვარსკვლავი №2

შენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ სხვები, და ხშირად საკუთარ თავზე უარს ამბობ, რომ სხვებს მოაწონო თავი ან ასიამოვნო. მაგრამ ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ — თუ მუდმივად სხვების საჭიროებებს ემსახურები, დაიღლები. ფიზიკურადაც და ემოციურადაც.

მოიცალე საკუთარი თავისთვის, იზრუნე საკუთარ ოცნებებსა და კეთილდღეობაზე — იქ იმალება შენი ნამდვილი ბედნიერება.

🌟 ვარსკვლავი №3

შენ ალბათ წარსულში ცხოვრობ და სწორედ ეს გიშლის ხელს იყო ბედნიერი აწმყოში. შესაძლოა, წარსული მოგონებები ხშირად გიტრიალებს გონებაში, გკარგავს ენერგიას და გიკარგავს ცხოვრების ხალისს. სცადე ამ მოვლენებს როგორც კინოფილმს შეხედო — შენ აღარ ხარ მოქმედი გმირი, შენ ხარ მაყურებელი.

ასე გათავისუფლდები წარსულის ტვირთისგან და ენერგიას მიმართავ იმ მიზნებისკენ, რაც რეალურ ბედნიერებას მოგიტანს.

როგორ ამოიცნოთ თქვენი ყველაზე არასასურველი პიროვნული თვისება