გემრიელი და ჯანსაღი დესერტი შვრიისგან, კაკაოსგან და ბანანებისგან – უგლუტენო, უშაქრო და ულაქტოზო
შვრიის ფანტელებს დაასხით ცხელი რძე და გააჩერეთ 10 წუთით, რომ დარბილდეს.
ცალკე დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ ბანანები.
დაამატეთ კვერცხები, კაკაო, მარილი და საფუარი.
კარგად აურიეთ და დაუმატეთ რძეში დამბალი შვრია.
ბოლოს ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და კარგად აურიეთ მასა.
გადმოიტანეთ ცხიმწასმულ ან პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაში. გამოაცხვეთ 180°C-ზე (360°F) დაახლოებით 40 წუთი, სანამ ზედაპირი ლამაზად შეიბრაწება და ცენტრში ჩარჭობილი კბილის ჩხირი სუფთად არ გამოვა.