როგორია ნაკლებადცნობილი მიზეზი, რაც ქალებს წონის დაკლებაში უშლის ხელს
როგორ აისახება მენოპაუზა კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე?
მენოპაუზის პერიოდში ესტროგენისა და სხვა ჰორმონების შემცირება გავლენას ახდენს მიკრობიომის ბალანსზე, რაც იწვევს:
✔ ნაწლავის მუშაობის დარღვევას
✔ საჭმლის მონელების პრობლემებს
✔ შაქრის დონის ცვალებადობას, რაც სიმსუქნეს უწყობს ხელს
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჯანმრთელი ნაწლავი საკვების უკეთ შეწოვას უზრუნველყოფს და ამავდროულად არეგულირებს შაქრის დონეს. დაბალანსებული შაქრის დონე კი ხელს უწყობს მადას და ცხიმის დაგროვების პრევენციას.
რატომ არის მნიშვნელოვანი შაქრის დონის კონტროლი?
🔹 თუ შაქრის დონე არასტაბილურია, ადამიანს ხშირი შიმშილის შეგრძნება ეუფლება, რაც ხშირი ჭამისკენ და ზედმეტი წონისკენ უბიძგებს.
🔹 შაქრის მკვეთრი ზრდა და ვარდნა იწვევს ცხიმის ინტენსიურ დაგროვებას, რაც განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში პრობლემური ხდება.
🔹 ჯანმრთელი ნაწლავი არეგულირებს ლეპტინს – ჰორმონს, რომელიც შიმშილის გრძნობას აკონტროლებს.
შეკავებული ლეპტინი იწვევს იმას, რომ ადამიანი უფრო ხშირად გრძნობს შიმშილს და ნაკლებად კმაყოფილდება საკვებით, რაც გადაჭარბებული კვების მიზეზი ხდება.
რა შეცდომებს უშვებენ ქალები მენოპაუზის პერიოდში?
მენოპაუზისას ბევრი ქალი ეტანება კოფეინს, ალკოჰოლს და შაქრიან სასმელებს, რათა მოსალოდნელი დაღლილობა და სტრესი შეამსუბუქოს. თუმცა, ეს პროდუქტები ნაწლავების მიკრობიომს აზიანებს და ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს.
⏩ თუ ნაწლავის ჯანმრთელობა დარღვეულია, ეს გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით:
✔ შეშუპება და გაზები
✔ დიარეა ან ყაბზობა
✔ საჭმლის მონელების გაუარესება
როგორ შევინარჩუნოთ ნაწლავის ჯანმრთელობა და დავიკლოთ წონა?
სპეციალისტები ურჩევენ ქალებს, რომ მენოპაუზის პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდონ ნაწლავის ჯანმრთელობას და მიირთვან ისეთი საკვები, რომელიც ჯანსაღ მიკრობიომს უზრუნველყოფს.
მთავარი რეკომენდაციები:
✔ მეტი მცენარეული საკვები – ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული ნაწლავებისთვის სასარგებლო ბოჭკოს (უჯრედისს) შეიცავს.
✔ პრებიოტიკები და პრობიოტიკები – იოგურტი, კეფირი, ქიმჩი, მწნილი და კომბუჩა მიკრობიომის გაძლიერებაში ეხმარება.
✔ ჯანსაღი ცხიმები – ავოკადო, თხილი და ზეითუნის ზეთი, რომლებიც ნაწლავებისთვის სასარგებლოა.
✔ ცილის სწორი წყაროები – ნაკლებად ცხიმიანი ხორცი, კვერცხი, თევზი, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ამუშავებს.
✔ თევზის ზეთი და ომეგა-3 ცხიმები – ანთების პროცესებს ამცირებს და ნაწლავის ბაქტერიებს აჯანსაღებს.
🔴 რა უნდა ავირიდოთ?
❌ ცომეული, სწრაფი კვება, დამუშავებული ხორცი, რომლებიც ნაწლავების მტრებია.
❌ შაქრის შემცვლელები – ხელოვნური დამატკბობლები ნაწლავის მიკრობიომს ანადგურებს.
❌ ალკოჰოლი და გაზიანი სასმელები – ნაწლავების ლორწოვანს აზიანებს.