როგორ ამზადებენ ლეგენდარულ გერმანულ კარტოფილის სალათს სხვადასხვა რეგიონში? - rogor.ge

როგორ ამზადებენ ლეგენდარულ გერმანულ კარტოფილის სალათს სხვადასხვა რეგიონში?

ვინ გამოიგონა გერმანული კარტოფილის სალათა?

არსებობს მოსაზრება, რომ ეს კერძი პირველად XIX საუკუნეში გაჩნდა და ამერიკაში გერმანელმა ემიგრანტებმა შეიტანეს. სწორედ იმ დროიდან მოყოლებული, კარტოფილის სალათის სხვადასხვა ვარიანტები ჩნდება ამერიკულ კულინარიულ წიგნებში.

საინტერესოა, რომ ამერიკელებისთვის ეს კერძი გერმანელებთან ასოცირდება, თუმცა მხოლოდ ამერიკაში არ უყვართ ის. 1873 წელს გამოქვეყნებულ „დიდ კულინარიულ ლექსიკონში“, რომლის ავტორი ალექსანდრე დიუმაა (უფროსი), სალათის რეცეპტი ჩაწერილია როგორც გერმანული ტრადიციული კერძი.

როგორ ამზადებენ გერმანულ კარტოფილის სალათას სხვადასხვა რეგიონში?

გერმანიაში კარტოფილის სალათას ყველა რეგიონში სხვადასხვანაირად ამზადებენ.

ბავარიული რეცეპტი – ყველაზე პოპულარული ვარიანტია და მასზე დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი კულინარიული ტრადიციები. სალათის მჟავე-ტკბილი სოუსი მზადდება ხორცის ბულიონით, მდოგვით, ძმრით, შაქრით, მარილითა და წიწაკით.

ჰამბურგული რეცეპტი – ჩრდილოეთ გერმანიის ვერსიაში იყენებენ მსუბუქად დამარილებულ თევზს (ქაშაყს) და მაიონეზის სოუსს.

ბრანდენბურგში – სალათას ამატებენ მარინად კიტრსა და კამას, რაც მას უფრო არომატულსა და გემრიელს ხდის.

შვაბიური კარტოფილის სალათა – შვაბები ვერ წარმოიდგენენ ამ კერძს დაჭრილი ხახვის, ძმრისა და ზეთის გარეშე.

როგორ მოვამზადოთ ბავარიული კარტოფილის სალათა?

2-1742195015.jpg

ამ რეცეპტით ნებისმიერი ადამიანი შეძლებს გერმანული კულინარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის მომზადებას. ბავარიის დიასახლისების რეცეპტი ადვილია და დიდ დროს არ წაგართმევთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი;
  • 1 თავი ხახვი;
  • 2 ს/კ ძმარი;
  • რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი;
  • 1 ჭიქა ცხელი ხორცის ბულიონი;
  • 1 ს/კ მდოგვი;
  • 1 ჩ/კ თაფლი;
  • რამდენიმე ს/კ ზეთი;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1️⃣ კარტოფილი მოხარშეთ ქერქით, შემდეგ გაფცქვენით და დაჭერით თხელ ნაჭრებად.

2️⃣ ხახვი წვრილად დაჭერით და ერთი სუფრის კოვზი ძმარი დაასხით. დატოვეთ რამდენიმე წუთით.

3️⃣ დაამატეთ ხახვი კარტოფილს და გადაურიეთ. შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

4️⃣ ცხელ ბულიონს შეურიეთ ძმარი, მდოგვი, თაფლი, ზეთი, მარილი და პილპილი.

5️⃣ მიღებული სოუსი მოასხით სალათას, კარგად აურიეთ და შეგიძლიათ მყისვე მიირთვათ ან 2-3 საათით გააჩეროთ, რათა გემო უკეთ შეიწოვოს.

ეს ლეგენდარული გერმანული კარტოფილის სალათა მარტივი მოსამზადებელია და მისი არომატი ნამდვილად გაგახსენებთ გერმანიის ტრადიციულ სამზარეულოს.

როგორ მოვამზადოთ ფეტას სალათა ხილით