როგორ ვატაროთ 2025 წლის ყველაზე მოდური ჩანთები
ჩანთები გრძელი სახელურით
თუ მოგწონს cross-body ჩანთები, მაშინ დროა შეიყვარო მასიური ჩანთები გრძელ სახელურზე! ეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ვარიანტია: მოცულობითი ჩანთები რბილი ან ნახევრად მყარი სტრუქტურით – იდეალური არჩევანია ყოველდღიური კომფორტისთვის.
Minimal Chic
დიზაინერები მოგვიწოდებენ მინიმალიზმისკენ და გვთავაზობენ დახვეწილი, მარტივი სტილის ტოუტ და შოპერ ჩანთებს. თუ გინდა დამატებითი დეტალები – შეგიძლია დაამატო მოდური აქსესუარები და დასაკიდი დეკორაციები.
კანისა და ზამშის მასალის მოდელები ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადია და მათი შეძენა ტენდენციებზე ყურადღების მიქცევის გარეშეც მშვენიერი ინვესტიციაა. რბილი ტყავი და მაღალი ხარისხის მასალები ყოველთვის დახვეწილ იერს ანიჭებს ჩანთებს და შენც არ ინანებ მათ შეძენას.
ჰობო ჩანთები – კომფორტული და ტევადი
ჰობო-ჩანთები, თავისი დამახასიათებელი რბილი სტრუქტურით, კვლავ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია. განსაკუთრებით თუ აირჩევ ნეიტრალურ ტონებში ტყავის ან ლაკის ვარიანტებს.
მნიშვნელოვანი რჩევა: ჰობო ჩანთის დიდი პლუსი ის არის, რომ ის ვიზუალურად უფრო პატარა ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია, თუმცა ერიდე დიდი და მკვეთრი კუთხეების მქონე ნივთების ჩალაგებას – ისინი მარტივად აღიქმება და ჩანთის ფორმას აფუჭებს.
როგორ შევუხამოთ „გიგანტური“ ჩანთები?
ახლა, როცა უკვე იდეალური ჩანთის არჩევაზე ვფიქრობთ, ჩნდება კითხვა: როგორ შევუხამოთ ისინი სწორად?
კონტრასტი ფორმებს შორის
ყველაზე გავრცელებული სტილი, რომელსაც მოდური ინფლუენსერები იყენებენ, არის კონტრასტი – ანუ, მყარი, სწორი ხაზებით შექმნილი ლუქი და რბილი ჩანთა. მაგალითად, მკაცრი სილუეტის პალტო, კოსტიუმი, პერანგი ან ჯინსები იდეალურად ეხამება რბილ ტყავის ჰობო ჩანთას.
„კლატჩივით“ ხელში დაჭერა
უკვე რამდენიმე სეზონია, რომ მოდელები და მოდური ბლოგერები მასიურ ჩანთებს, განსაკუთრებით რბილ თუთებს, ისე იჭერენ, როგორც კლატჩს – ხელში, იღლიასთან. ამ ჟესტში არის რაღაც ფრანგული სტილის ელეგანტურობა და არაფორმალურობა, რომელიც შთაგაგონებს.