როგორია 5 უცნაური იდეა, რომელმაც ადამიანებს მილიონები მოუტანეს - rogor.ge

როგორია 5 უცნაური იდეა, რომელმაც ადამიანებს მილიონები მოუტანეს

ვებ-საიტი, რომელიც კატების მიმებზეა დაფუძნებული

katebis-saiti-1740641767.jpg

2007 წელს, ჰავაიზე მცხოვრებმა პროგრამისტმა ერიკ ნაკაგავამ თავისი მეგობრისგან, კარი უნებასამისგან, რამდენიმე სახალისო კატის ფოტო მიიღო. ერთ-ერთ ფოტოზე დიდი, ბრტყელი სახის მქონე კატა იყო წარწერით: "I Can Has Cheezburger?" (შემიძლია ვჭამო ჩიზბურგერი?).

მათი აზრით, ეს ფოტო ძალიან სასაცილო იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, შეექმნათ ვებსაიტი, სადაც მხოლოდ მსგავსი კატის მიმები იქნებოდა. საიტი I Can Has Cheezburger? სულ მალე ვირუსულად გავრცელდა და მხოლოდ რამდენიმე თვეში დღეში 1.4 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა.

ამის შემდეგ, ნაკაგავამ პროექტი 2 მილიონ დოლარად გაყიდა.

შედეგი? ორი მეგობარი, რომლებმაც უბრალოდ კატის მიმებით გაერთეს, ერთ წელიწადში მილიონერები გახდნენ.

ქვა - შინაური ცხოველი

kva-1740641837.jpg

1975 წელს, გარი დალი მეგობრებთან ერთად ბარში ერთობოდა. მეგობრები ჩიოდნენ, რამდენად რთული და ძვირია შინაური ცხოველის მოვლა. დალიმ ხუმრობით უპასუხა: "იდეალური შინაური ცხოველი ქვაა!" მას არ ჭირდება ჭამა, მოვლა...

ცოტა ხანში, მან ეს ხუმრობა ბიზნესად აქცია. გარი ყიდდა ქვას სპეციალურ ყუთში, რომელსაც ჰქონდა "პატარა სავენტილაციო ხვრელები" და მოჰყვებოდა 32-გვერდიანი ინსტრუქცია ქვის "მოვლისთვის".

ფასი 4 დოლარი, Pet Rock სენსაციად იქცა. 1.2 მილიონმა ადამიანმა შეიძინა ეს უცნაური პროდუქტი, რამაც დალის 6 მილიონი დოლარი მოუტანა.

სათამაშო ზამბარა

zambara-1740642095.jpg

1943 წელს, ამერიკელმა ინჟინერმა რიჩარდ ჯეიმსმა ლაბორატორიაში შემთხვევით ჩამოაგდო მეტალის ზამბარა და გაოცდა, როგორ გადაადგილდებოდა იგი.

ამის შემდეგ, რიჩარდმა დაიწყო სხვადასხვა ტიპის ზამბარების გამოცდა და საბოლოოდ შექმნა პროდუქტი, რომელიც კიბეზე ჩასვლის უნარს ფლობდა.

1945 წელს, სათამაშო სახელად Slinky ოფიციალურად გამოუშვეს და მომდევნო 10 წელიწადში 100 მილიონი ერთეული გაიყიდა. საბოლოოდ, რიჩარდ ჯეიმსმა ზამბარებით 6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

მოლაპარაკე თევზი

tevzi-1740642156.jpg

2000 წელს, ჯო პელეტიერიმ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკე სათამაშოს - მზესუმზირას, სჭირდებოდა ალტერნატივა.

მან შექმნა მოლაპარაკე თევზი, რომელიც კედელზე ეკიდა და მელოდიურად მღეროდა "Take Me to the River". ეს მარტივი იდეა უცბად 100 მილიონი დოლარით შეფასდა, ხოლო პელეტიერი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

დღესაც კი, ბაზარზე სხვადასხვა ვერსიით კვლავ იყიდება მოლაპარაკე თევზი.

მილიონი დოლარის პიქსელები

pikselis-saiti-1740642355.jpg

2005 წელს, ალექს თიუმ, 21 წლის სტუდენტმა, უნიკალური იდეა წამოიწყო: შექმნა ვებსაიტი ბადის ვიზუალით, სადაც პიქსელებს ყიდდა. მილიონი პიქსელი, ერთი პიქსელის ფასი - 1 დოლარი. მყიდველს შეეძლო ნებისმიერი რამ აეტვირთა.

ბიზნესმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. კომპანიები და ინდივიდუალური პირები პიქსელებს ყიდულობდნენ, რათა თავისი ლოგო ან ბანერი დაეტანათ. საბოლოოდ, ყველა პიქსელი გაიყიდა და ალექსმა 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

როგორ დაიწყოთ ბიზნესი ნულიდან: პრაქტიკული რჩევები მათგან, ვინც შეძლო