როგორ მოვამზადოთ ცნობილი ტაივანური თაფლის ბისკვიტი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ცნობილი ტაივანური თაფლის ბისკვიტი

ფრთხილად გააცალკევეთ ცილები და გულები, ისე, რომ ცილებში არ მოხვდეს გულები.

პატარა ქვაბში შეურიეთ რძე და კარაქი. გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ კარაქი მთლიანად არ გადნება.

ფქვილი გაცერით ჯამში, შემდეგ კი თანდათან ჩაასხით რძისა და კარაქის ნარევი, თან ურიეთ ხელის სათქვეფით.

ნარევს დაუმატეთ კვერცხის გულები სათითაოდ, ყოველ დამატებაზე კარგად აურიეთ.

დაუმატეთ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი, შემდეგ კარგად მოურიეთ.

1-1740050903.jpg

მიქსერით ათქვიფეთ ცილები, სანამ მსუბუქი ქაფი არ წარმოიქმნება. შემდეგ სამ ეტაპად ჩაამატეთ შაქარი, განაგრძეთ თქვეფა, სანამ მყარი მასა არ მიიღება.

ცილების მასას ჯერ დაახლოებით ორი კოვზი ბისკვიტის ცომი შეურიეთ და ნაზად მოურიეთ, შემდეგ კი დარჩენილი ცომი დაუმატეთ და ფრთხილად გადაურიეთ.

2-1740050912.jpg

საცხობ ფორმას ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი და ცომი ჩაასხით. პატარა ფორმა მოათავსეთ უფრო დიდ ჭურჭელში და ჩაასხით თბილი წყალი ისე, რომ პატარა ფორმის ⅔ დაფაროს.

გააცხელეთ ღუმელი 150°C-მდე და გამოაცხვეთ ბისკვიტი 1 საათის განმავლობაში.

4-1740050921.jpg

როგორ მოვამზადოთ ღრუბელი-ნამცხვარი: რეცეპტი კეტო დიეტისთვის