როგორი იქნება 2025 წლის გაზაფხულის მთავარი მოდის ტენდენციები? - rogor.ge

როგორი იქნება 2025 წლის გაზაფხულის მთავარი მოდის ტენდენციები?

ორიგინალური კომბინაციები – შარვალი და ქვედაკაბა ერთდროულად

2-1739437387.jpg

გასულ წლებში შარვლისა და ქვედაკაბის კომბინაცია მოდის ექსპერიმენტების ნაწილია. 2025 წელს კი ეს სტილი ბრუნდება დიდი ხმაურით. Anteprima, Boss და Collina Strada გვთავაზობენ ტენდენციას, რომელიც კომბინირებული ქვედაკაბებისა და შარვლების ერთად ტარებას მოიცავს. ეს მიდგომა მრავალფეროვნებას სძენს გარდერობს და უნიკალური სილუეტების შექმნის საშუალებას იძლევა.

უპირატესობა – კუბოკრულ პრინტს

3-1739437397.jpg

უჯრიანი პრინტი ამ სეზონზე კიდევ უფრო დიდი გავლენით დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კლასიკური ნიმუშია, Acne Studios, Bottega Veneta და Burberry ახლებურად გვთავაზობენ მას, რეტრო შტრიხებითა და განსხვავებული ფერთა კომბინაციებით. უჯრიანი პიჯაკები, პალტოები და ქვედაკაბები გაზაფხულის გარდერობში აუცილებელი ნივთები გახდებიან.

ასიმეტრია – ქვედაკაბების ახალი ესთეტიკა

4-1739437440.jpg

მინიმალიზმი და ექსპერიმენტული სტილი ერთმანეთს ერწყმის, და შედეგად ვიღებთ ასიმეტრიულ ქვედაკაბებს, რომლებიც Bottega Veneta, Ferragamo და Alexander McQueen-ის კოლექციებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მოდის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ეს მოდური დეტალი გაზაფხულის გარდერობში შევიტანოთ.

მასკულინური სტილი – მკაცრი კოსტიუმების ხიბლი

5-1739437452.jpg

Saint Laurent, Bottega Veneta და Erdem გვთავაზობენ მკაცრ და ენერგიულ სილუეტებს, რომლებიც მასკულინურ ელემენტებს მოიცავს. ეს შეიძლება იყოს ორბორტიანი პიჯაკი, ფართო შარვალი ან მკაცრი სამოსი გამოკვეთილი მხრების ხაზით. ასეთი სამოსი თავდაჯერებულობას მატებს და ულტრამოდური ხდება.

ბოჰემური სტილის დაბრუნება

6-1739437536.jpg

გაზაფხულის მოდის არენა ბოჰემური ელემენტებით ივსება. Chloé, Isabel Marant და Ralph Lauren კოლექციებში გვთავაზობენ მრავალფეროვან ტექსტურებს, თავისუფალ სილუეტებს, ბუნებრივ ფერებს და მრავალშრიან ლუქებს. ბოჰემური სტილი ისევ ტრენდულია და მასთან ერთად მოდის ეთნიკური ნაქარგები, ფოლკლორული ელემენტები და ხავერდის ქსოვილები.

თამამი აქსესუარები

7-1739437547.jpg

2025 წლის გაზაფხულზე აქსესუარები კიდევ უფრო თამამი და ექსპრესიული ხდება. Moschino, Coach და Kidsuper გვთავაზობენ ფანტასტიკურ და არატრადიციულ ჩანთებს, ქუდებს, სამკაულებს და სხვა აქსესუარებს. კრეატიულობა აქ მთავარი სიტყვაა!

მენთოლისფერი – გაზაფხულის მთავარი ფერი

8-1739437560.jpg

ფერთა გამაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ნაზი მენთოლისფერი მწვანე, რომელიც სასიამოვნო სიმსუბუქეს მატებს ნებისმიერ ლუქს. Erdem, Del Core და Chloé გვთავაზობენ მენთოლისფერი პალტოებს, კაბებსა და აქსესუარებს, რომელიც სრულყოფილად ერწყმის ნაცრისფერ, იასამნისფერ, შავ და ყავისფერ ტონებს.

ინოვაციური შარვლები – ერთი ტოტით

11-1739437571.jpg

ყველაზე გაბედული ტრენდი 2025 წლის გაზაფხულისთვის Bottega Veneta, Louis Vuitton და Coperni-ს კოლექციებში შევამჩნიეთ – ეს "ცალფეხა" შარვლებია. ექსპერიმენტული დიზაინი აერთიანებს თანამედროვე და გაბედულ ხედვას, რაც მოდის მოყვარულებს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

როგორია 2025 წლის ყველაზე ტრენდული ქურთუკები