ChatGPT დამოუკიდებლად ატარებს ღრმა კვლევებს — მათ შორის, სამეცნიეროს - rogor.ge

როგორ ატარებს ChatGPT დამოუკიდებლად ღრმა კვლევებს — მათ შორის, სამეცნიეროს

Deep Research პროფესიონალი ანალიტიკის დონეზე მუშაობს

OpenAI-ს დემონსტრაციისას აგენტმა გააანალიზა საცალო ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები. მან მრავალ წყაროზე დაყრდნობით შეადგინა დეტალური ანალიზი და დასკვნები.

თუმცა OpenAI აღიარებს, რომ ინსტრუმენტი ჯერ კიდევ არ არის უნაკლო:

  • შესაძლოა შეცდომები დაუშვას
  • ზოგჯერ გამოგონილი მონაცემები წარადგინოს
  • არაა ყოველთვის ზუსტი ავტორიტეტული წყაროების შერჩევაში

Deep Research-ის რეალური გამოყენება

ერთ-ერთმა OpenAI-ს თანამშრომელმა ინსტრუმენტი გამოიყენა მნიშვნელოვანი სამედიცინო გადაწყვეტილების მისაღებად.

მისი მეუღლეს ორივე მკერდის სიმსივნე დაუდგინდა. ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ ექიმებს უთანხმოება ჰქონდათ, სჭირდებოდა თუ არა დამატებითი რადიაციული თერაპია.

Deep Research-მა გააანალიზა მისი პათოლოგანატომიური დასკვნა, შეაგროვა უახლესი სამეცნიერო კვლევები და დაადასტურა ექიმების რეკომენდაციები, რაც დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა.

კრეატიულობის ახალი ერა: როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით პროფესიებს

ვისთვისაა ხელმისაწვდომი Deep Research?

ამჟამად, მხოლოდ ChatGPT Pro გამომწერებისთვის (თვეში 100 მოთხოვნამდე)

მომავალში შესაძლებელი იქნება შეზღუდული წვდომა Plus, Team და Enterprise მომხმარებლებისთვის

ამ ფუნქციას დიდი გამოთვლითი რესურსი სჭირდება, ამიტომ OpenAI ეტაპობრივად გააფართოებს მის შესაძლებლობებს

როგორ გამოვიყენოთ ChatGPT Photos AI ტექნოლოგია ფოტოების შესაქმნელად