როგორ მოვიხმაროთ სელის თესლი: სარგებელი და უკუჩვენებები - rogor.ge

როგორ მოვიხმაროთ სელის თესლი: სარგებელი და უკუჩვენებები

რატომ არის სასარგებლო სელის თესლი?

✅ მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებითსელის თესლი შეიცავს B1 ვიტამინს (თიამინი), სპილენძს, ფოსფორსა და მოლიბდენს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის, კანის, ძვლებისა და მეტაბოლიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

✅ აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.

სელის თესლის რეგულარული მოხმარება ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონეს 9-18%-ით. ეს ეფექტი უჯრედისისა და ლიგნანების შემცველობით არის განპირობებული.

🔹 შეიცავს ომეგა-3 და ალფა-ლინოლენის მჟავებს (ALA), რომლებიც ხელს უწყობენ ანთების შემცირებას და ამცირებენ გულის დაავადებების რისკს.

✅ აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

სელის თესლი შეიცავს გაუხსნელ და გახსნად უჯრედისს, რაც:

🔹 გამოაქვს ტოქსინები და ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას

🔹 ამცირებს შეკრულობას

🔹 აბალანსებს ნაწლავური ფლორის ბაქტერიებს

✅ არეგულირებს სისხლში შაქრის დონესკვლევების მიხედვით, 10-20 გრ დაფქვილი სელის თესლის ყოველდღიური მიღება 1-2 თვის განმავლობაში ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის 19.7%-ით შემცირებას.

✅ შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – ლიგნანებს

ლიგნანები ხელს უწყობენ:

🔹 ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას

🔹 ანთებითი პროცესების შემცირებას

🔹 შეიძლება, ჰქონდეს ანტიკანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) ეფექტი

⚠ ვის არ შეუძლია სელის თესლის მიღება?

🔸 საჭმლის მომნელებელი პრობლემები – სელის თესლი სითხეს შთანთქავს და მის გარეშე ნაწლავებში დაგროვება შეიძლება, რამაც შეიძლება შეკრულობა და მუცლის შებერილობა გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია, საკმარისი წყლის მიღება.

🔸 შეიცავს ბუნებრივ ტოქსინებს – სელის თესლში არსებული ციანოგენური გლიკოზიდები (ამიგდალინი) დიდი რაოდენობით შესაძლოა, ტოქსიკურ ეფექტს იწვევდეს. უსაფრთხო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25-35 გრამს.

🔸 შეიძლება, შეამციროს წამლების ეფექტიანობა – სელის თესლის სანერწყვე ნივთიერებები იცავს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს, თუმცა, ამავდროულად, შეიძლება შეაფერხოს მედიკამენტების შეწოვა. თუ წამლებს იღებთ, რეკომენდებულია 2-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.

🔸 არასასურველია ორსულობისას – სელის თესლის ზოგიერთი კომპონენტი ესტროგენს ჰგავს და შეიძლება, არ იყოს უსაფრთხო ორსულებისთვის. გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

როგორ მივიღოთ სელის თესლი სწორად?

seli-1738057748.png

შეურიეთ საჭმელში – შეგიძლიათ დაამატოთ იოგურტს, ბურღულეულს, სალათებს, სუპებსა და სასმელებს.

დაფქვათ მოხმარების წინ – სელის თესლი დაფქვის შემდეგ უფრო ეფექტურად შეიწოვება.

შეურიეთ სითხეს – წყალში ან რძეში დაყენებული სელის თესლი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის უმჯობესია.

მოამზადეთ სელის ფქვილი ან ფაფა – იდეალური ვარიანტია მსუბუქი საჭმლის მოსამზადებლად.

✅ მნიშვნელოვანია! თუ იღებთ სელის თესლს, დღეში 1.5 ლიტრამდე წყლის დალევა აუცილებელია.