კვირის ასტროლოგიური პროგნოზი - rogor.ge

როგორი იქნება კვირა და რას უნდა ელოდოთ: 20-26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, 20 იანვარი

დღეს ამბიციები და მოტივაცია გაიზრდება. ახალ გამოწვევებს მოინდომებთ, წინსვლა და თვითგამოხატვა მოგინდებათ. დღევანდელი ენერგია შესანიშნავია მიზნების დასახვისა და მხარდამჭერების მოზიდვისთვის. ადამიანებს სიამოვნებას მიანიჭებთ, თუ მათ რჩევას სთხოვთ ან პატივს მიაგებთ.

სამშაბათი, 21 იანვარი

ეს დღე დინამიკური და ენერგიული იქნება. ვარსკვლავები მოგანიჭებენ ძლიერ ნებისყოფას, სწრაფ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარს. თუმცა, დღის განმავლობაში მიმართულებების დაპირისპირება შეიძლება წარმოიშვას – ადამიანები უფრო მეტად მოინდომებენ სხვებზე გაბატონებას, ვიდრე კომპრომისზე წასვლას.

ოთხშაბათი, 22 იანვარი

დღეს ლოგიკა და განსჯის უნარი გადამწყვეტი იქნება. გადაწყვეტილებების მიღება უფრო მეტ დროს მოითხოვს, რადგან ყოველ დეტალს გააანალიზებთ. თუმცა, შეცდომების ალბათობა თითქმის ნულოვანია. ეს შესანიშნავი დღეა დაგეგმვისთვის, ანალიზისთვის და გონივრული ნაბიჯების გადადგმისთვის.

ხუთშაბათი, 23 იანვარი

დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ! ურთიერთობებში დაძაბულობა შეიძლება გაიზარდოს. თუ ვინმესთან კონფლიქტი გაქვთ, ამ დღეს მისი გამწვავება დიდ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს. თუმცა, მაქსიმალური ყურადღება მუშაობაზე თუ გაამახვილეთ, განსაკუთრებულად პროდუქტიული იქნებით – ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა დიდი საქმეების შესრულებისთვის.

პარასკევი, 24 იანვარი

დღე ფანტაზიორობისა და სიზმრებისკენ იქნება მიმართული. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან სერიოზული საქმეებით დაკავება არ არის რეკომენდებული. თუმცა, ეს იდეალური დროა დასვენებისა და მეგობრებთან შეხვედრისთვის. ისიამოვნეთ უბრალო მომენტებით – გემრიელი საჭმელი, სუფთა ჰაერი, სასიამოვნო საუბრები.

შაბათი, 25 იანვარი

დღეს ორი მთავარი ტენდენცია იქნება – დამოუკიდებლობის მოთხოვნა და სამართლიანობის ძიება. თუ ურთიერთობაში სირთულეები გაქვთ, უმჯობესია დროებით თავი აარიდოთ დაპირისპირებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღე შეიძლება გაუთვალისწინებელი კონფლიქტებით დატვირთოს. სამსახურში კი სტრესული ვითარებები შესაძლოა შეიქმნას.

კვირა, 26 იანვარი

ეს ემოციურად დატვირთული დღე იქნება. ძლიერი გრძნობები გამოჩნდება და მოიმატებს საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი. არავითარ შემთხვევაში არ დამალოთ თქვენი მიღწევები – დღეს თავმდაბლობას დიდად არ აფასებენ. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, თამამი და შეახსენეთ სხვებს თქვენი წარმატებები!

როგორ შეიცვლება ყველაფერი უახლოეს მომავალში ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის - ახალი ეტაპის დასაწყისი