უგემრიელესი ნამცხვარი ცხობის გარეშე 10 წუთში - rogor.ge

ნამცხვარი ცხობის გარეშე 10 წუთში! შეინახე რეცეპტი

დიდ თასში შეურიეთ დაქუცმაცებული ორცხობილა, კაკაოს ფხვნილი და გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

მიღებული მასა ჩააფინეთ 20 სმ ფორმის ძირზე და კარგად დატკეპნეთ ჭიქის ძირით. შედგით მაცივარში რამდენიმე წუთით, რომ გამაგრდეს.

ცალკე თასში კრემყველი (ან მასკარპონე) ათქვიფეთ შაქართან ერთად, სანამ კრემოვანი და ერთგვაროვანი გახდება.

დაუმატეთ გამდნარი შავი შოკოლადი და კვლავ კარგად აურიეთ, რომ ინგრედიენტები სრულად შეერიოს.

მიღებული კრემით დაფარეთ ორცხობილას ფუძე და ზედაპირი გასწორეთ სპატულით.

შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათით, ან სანამ კარგად გამაგრდება.

მოსართავად მოაყარეთ გახეხილი შავი შოკოლადი.

2-1737096445.jpg

როგორ გამოვაცხოთ ჩიზქეიქი აეროგრილში