ბუნებრივი გზით ლაქების მოშორება: როგორ გავწმინდოთ ბავშვის ტანსაცმელი ქიმიის გარეშე - rogor.ge

როგორ ამოვიყვანოთ ლაქები ბავშვის ტანსაცმლიდან ქიმიური საშუალებების გარეშე: 4 სასარგებლო ხრიკი

როგორ მოვაშოროთ ხილისა და კენკრის ლაქები?

თუ ბავშვის ტანსაცმელზე ხილის ან კენკრის ლაქა გაჩნდა, ასე მოიქეცით:

15 წუთით ჩაალბეთ ცივ წყალში. კარგად გაახეხეთ სარეცხი საპნით და კიდევ 10 წუთი დატოვეთ. გაავლეთ ცივ წყალში და შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.

როგორ მოვაშოროთ სისხლის ლაქები?

თუ ტანსაცმელი ღია ფერისაა:

პირდაპირ ლაქაზე დაასხით წყალბადის ზეჟანგი და მსუბუქად გახეხეთ რბილი ჯაგრისით. შემდეგ გააშრეთ ფენით. თუ ლაქა დარჩა, კიდევ გარეცხეთ თბილ წყალში.

როგორ მოვაშოროთ ბალახისა და მიწის ლაქები?

ჯერ სველი ქსოვილით ნაზად მოაცილეთ ზედაპირული ჭუჭყი. შემდეგ ლაქაზე დაასხით ძმარი ან ლიმონის წვენი. დატოვეთ 20-30 წუთით, შემდეგ კარგად გარეცხეთ ცივ წყალში.

როგორ მოვაშოროთ კაკაოს ან ჩაის ლაქები?

ერთი სუფრის კოვზი მარილი გახსენით ერთ ჭიქა წყალში. ამ ხსნარში დაასველეთ ბამბის დისკი და ნაზად გაწმინდეთ ლაქა. შემდეგ ტანსაცმელი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ ბავშვის ტანსაცმლის გაწმენდაში ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე.

როგორ მოვაშოროთ ლაქები სუფრას: ის ახალივით იბრწყინებს