ჩიზქეიქი აეროგრილში - მარტივი რეცეპტი - rogor.ge

როგორ გამოვაცხოთ ჩიზქეიქი აეროგრილში

ძირის მომზადება:

ორცხობილა ("პეჩენია") დაფხვენით და აურიეთ დამდნარ კარაქში, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. სასურველია გამოიყენოთ lotus-ის ორცხობილა. მიღებული მასა ჩატკეპნეთ საცხობი ფორმის ძირზე (გამოიყენეთ ბრტყელძირიანი ჭიქა).

1-1736760411.png

2-1736761065.jpg

ჩიზქეიქის გულის მომზადება:

კრემყველი, არაჟანი, შესქელებული რძე და ვანილი ათქვიფეთ ნაზ და კრემისებრ მასამდე. დაამატეთ კვერცხები და კარგად აურიეთ.

3-1736761084.jpg

მიღებული მასა დაასხით ფორმაში. ფორმა ჩადეთ აეროგრილის თასში.

აეროგრილი დააყენეთ 140 გრადუს ცელსიუსზე და აცხვეთ 30 წთ. შემდეგ, დააყენეთ 120 გრადუს ცელსიუსზე და აცხვეთ კიდევ 10 წთ.

5-1736761108.jpg

6-1736761124.jpg

სურვილისამებრ, ზემოდან შეგიძლიათ დაადოთ ხილის მურაბა.

1-1736760951.jpg