ახალი წლის კერძის იდეა ძროხის ხორცისგან: „ბეფ ბურგინიონი“ (Boeuf Bourguignon)
ხორცის მომზადება: ძროხის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ამოავლეთ ფქვილში მსუბუქად და შეწვით ზეთზე ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.
ბეკონისა და ბოსტნეულის შეწვა: დაჭერით ბეკონი და ხახვი, დაჭყლიტეთ ნიორი და დაჭერით სტაფილო. ცალკე ტაფაზე მოშუშეთ ბეკონი, დაამატეთ ხახვი, სტაფილო და ნიორი. მოშუშეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი არ დარბილდება.
სოუსის მომზადება: ხორცს დაუმატეთ ღვინო, ბულიონი, ტომატის პასტა და ბოსტნეულის ნარევი. ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი და ბეგქონდარა . ჩართეთ დაბალი ცეცხლი და მოხარშეთ 2–3 საათის განმავლობაში, სანამ ხორცი არ დარბილდება.
სოკოს დამატება: შამპინიონები დაჭერით და მოშუშეთ ცალკე ტაფაზე. ბოლოს დაამატეთ ხორციან სოუსში და კიდევ 15 წუთი მოხარშეთ.