როგორ მოვამზადოთ ხორცის და კარტოფილის ფუმფულა კატლეტები - უგემრიელესია!
უკეთესი იქნება, თუ სახლის პირობებში დამზადებულ ფარშს გამოიყენებთ.
საფანელს დაასხით ცხელი წყალი, რომ გაფუვდეს, ფარშთან ერთად გაატარეთ ხახვიც.
გაფცქვენით კარტოფილი და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. გაწურული საფანელი დაუმატეთ ფარშს და სხვა ინგრედიენტებთან ერთად აურიეთ.
ფარშში დაამატეთ მარილი, წიწაკა და სუნელები, კარგად აურიეთ და დატოვეთ 20-30 წუთით. ეს ხელს შეუწყობს არომატების გაჯერებას.
ფარშიდან ჩამოაყალიბეთ კატლეტები (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი თითო კატლეტისთვის). უფრო ადვილად ჩამოსაყალიბებლად, დაისველეთ ხელები ცივ წყალში.
გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერი ქერქი არ გაუჩნდება. შეწვის შემდეგ კატლეტები ბოლომდე მზად არ იქნება. ის უნდა ჩაიშუშოს. გადაიტანეთ ღრმა ტაფაზე, დაასხით 100-150 მლ წყალი ან ბულიონი და სურვილისამებრ დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკის მარცვლები.
ტაფას დაახურეთ სახურავი და მოუკელით ცეცხლს. მოშუშეთ კატლეტები 10 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!