როგორია ჩინური ჰოროსკოპი 2025 წლისთვის: მწვანე ხის გველი და ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზი
ვირთხა (1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020)
ვირთხისთვის 2025 წელი მშვიდი და სტაბილური იქნება. შესაძლებელია, რომ ახალი მწვერვალები ვერ დაიპყროთ, მაგრამ რაც უკვე გაქვთ მიღწეული, ყველაფრის შენარჩუნებას შეძლებთ. ეკონომიურობა და გონივრული ხარჯვა ხელს შეუწყობს სირთულეების თავიდან აცილებას.
ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021)
ხარისთვის 2025 წელი ცვლილებებისა და მოულოდნელი წარმატებების დროა. პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება, ხოლო მათ, ვინც პარტნიორს ეძებს, სერიოზული ურთიერთობების დაწყების შანსი ექნებათ.
ვეფხვი (1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022)
ვეფხვებს ვარსკვლავები ურჩევენ, წელს ზედმეტი ენერგია არ დახარჯონ. ყურადღებით მიჰყევით ცხოვრების ბუნებრივ დინებას და ეცადეთ, ემოციებზე მეტად გონიერებას ენდოთ.
კურდღელი (კატა) (1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023)
კურდღელს წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის. ზოგი მოვლენა მოსალოდნელი იქნება, ზოგი კი სრულიად მოულოდნელი. განსაკუთრებით სასიამოვნო ცვლილებები პირად ცხოვრებაში გელით, რაც შეიძლება სიყვარულის თავგადასავალში გადაიზარდოს.
დრაკონი (1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012)
დრაკონი, რომელიც ახლა „მფლობელის“ როლს ტოვებს, წარმატებებს ორივე სფეროში – კარიერასა და პირად ცხოვრებაში – განაგრძობს. ვარსკვლავები გირჩევენ, ბალანსი შეინარჩუნოთ, რათა ყველაფერი ჰარმონიულად განვითარდეს.
გველი (1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025)
გველს, როგორც წლის მფლობელს, ვარსკვლავები ყველა სურვილის ასრულებას ჰპირდებიან. ეს წელი კარიერული ზრდისა და ფინანსური სტაბილურობისთვის ხელსაყრელია. შესაძლებელია ახალი სიყვარულიც გაჩნდეს, თუმცა ამისთვის ძველი ურთიერთობების დასრულებაა საჭირო.
ცხენი (1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)
ცხენი წარმატებას მხოლოდ საკუთარ ძალისხმევაზე დაყრდნობით მიაღწევს. თვითდაჯერებულობა და მტკიცე ნაბიჯები საშუალებას მოგცემთ, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში საუკეთესო შედეგები მიიღოთ.
თხა (1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)
თხას წელს შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი ექნება. ახალი გამოწვევების სწორად შერჩევა და პრიორიტეტების დასახვა წარმატების მთავარი გასაღები გახდება.
მაიმუნი (1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)
მაიმუნისთვის ეს წელი იდეალურია საკუთარი უნარების დემონსტრირებისთვის. საზოგადოებრივი გამოსვლები და კრეატიული იდეები წარმატებას მოგიტანთ. თუმცა, პირად ცხოვრებაში ცვლილებების წინ მნიშვნელოვანია, ყველა „საიდუმლო“ შეაფასოთ.
მამალი (1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017)
მამალს სირთულეების დაძლევა აქტიურობითა და შრომისმოყვარეობით მოუწევს. რისკის გათვალისწინებული ნაბიჯებით მიღებული შედეგები ნამდვილად ამაყად გაგრძნობინებთ თავს.
ძაღლი (1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)
ძაღლისთვის კარიერული წინსვლა შეიძლება შეზღუდული იყოს, მაგრამ პროფესიული ავტორიტეტის გამყარება წლის მთავარი მიღწევა გახდება. პირად ცხოვრებაში სიყვარულის ახალი პერსპექტივები გაიხსნება.
ღორი (1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)
ღორს სერიოზული ცვლილებები ელის. ცხოვრების ყველა სფეროში ბალანსის შენარჩუნება მთავარია. ახალი რომანტიკული ურთიერთობები დიდ შრომას მოითხოვს, რათა სასურველი შედეგები მიიღოთ.
ხის გველის წელიწადი შვიდი ზოდიაქოს ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება