როგორ გავზარდოთ ბავშვის თვითშეფასება და გავაძლიეროთ მისი თავდაჯერებულობა
რა უნდა ვუთხრათ ბავშვებს, რომ მათში თავდაჯერებულობა გავაძლიეროთ და თვითშეფასება გავაუმჯობესოთ
"არასდროს დანებდე"
იმისთვის, რომ ბავშვი ზრდასრულ ასაკში თავდაჯერებულად იღებდეს ახალ გამოწვევებს, დაეხმარეთ მას ნებისყოფის გაძლიერებასა და სიმტკიცის განვითარებაში. ასწავლეთ ბავშვს, არ ეშინოდეს სირთულეების და აღიქვას ისინი, როგორც ცხოვრების პროცესის ნაწილი. ხაზი გაუსვით, რომ ნებისყოფასა და მიზანდასახულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი მიზნის მიღწევაში.
"მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები."
თქვენმა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არასდროს დარჩება თავისი პრობლემების წინაშე მარტო და ყოველთვის ექნება თქვენი მხარდაჭერა. ეს გააძლიერებს ბავშვის თავდაჯერებულობას და მისცემს თავისუფლების განცდას. მომავალში მას აღარ შეეშინდება ამბიციური მიზნების დასახვის და მარტივად მიაღწევს წარმატებას, რადგან იცის, რომ გვერდით საყრდენი ჰყავს.
"ძალიან მიყვარხარ."
ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მას უყვართ – ეს დაეხმარება მას, რომ ენდოს ცხოვრებასა და ადამიანებს. ასე ის გაიზრდება თავდაჯერებულობით და იმ რწმენით, რომ ცხოვრება მას ბევრ შესაძლებლობას და შესანიშნავ ადამიანებს გააცნობს. უთხარით თქვენს შვილს, რომ გიყვართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შეცდომას უშვებს. თქვენი სიტყვები ბავშვის თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
"მე მჯერა შენი, შენ ყველაფერს შეძლებ."
ეს სიტყვები დაეხმარება ბავშვს თავდაჯერებულობის განმტკიცებაში და არ შეეშინდება შეცდომების, რომლებიც აუცილებლად მოხდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის პროცესში. ის გაიზრდება ძლიერი, მიზანდასახული პიროვნებად, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ დაბრკოლებას დაძლევს.