ორაგულის მომზადების გემრიელი რეცეპტი - rogor.ge

ორაგული მწვანე სალათასთან ერთად

ბროკოლის მომზადება: ბროკოლი დაშალეთ პატარა ყვავილებად, მოაშორეთ უხეში ღეროები. დიდ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი. დაუმატეთ ბროკოლი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოშუშეთ 3-5 წუთი, დროდადრო ურიეთ, სანამ რბილი და ოდნავ დაბრაწული გახდება. გადაიტანეთ თეფშზე და ტაფა გაასუფთავეთ.

თევზის მომზადება: ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ თევზი და მოაყარეთ მსხვილი მარილი და პილპილი. იმავე ტაფაზე, რომელშიც ბროკოლი მოამზადეთ, დაამატეთ 1-2 სუფრის კოვზი ზეთი. ტაფა საშუალო-მაღალ ცეცხლზე გააცხელეთ.

ორაგულის ნაჭრები მოათავსეთ ტაფაზე (კანის მხარე ქვევით) და შეწვით 4-5 წუთი, სანამ მსუბუქად მოიბრაწება. შემდეგ გადმოაბრუნეთ და შეწვით 2-4 . გადაიტანეთ თეფშზე.

სალათის მომზადება: ვაშლს ამოაჭერით გული და დაჭერით თხელი ნაჭრებად. ავოკადო გაჭერით სიგრძეზე, ამოიღეთ კურკა, ამოიღეთ რბილობი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. დიდ თასში აურიეთ სალათის ფოთლების მიქსი, ბროკოლი, ვაშლი, ავოკადო, გოგრის მოხალული თესლი. გემოვნებით დაამატეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი.სალათა გადაანაწილეთ ჯამებში, ზემოდან დაადეთ მომზადებული თევზი და მიირთვით.

როგორ მოვამზადოთ ორაგული ნივრიან ნაღების სოუსში